მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:7

6. სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს;7. ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.8. როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
7. ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.“ ().

1. უკანასკნელი ჟამები და ვერცხლისმოყვარება

პირველ ეპისტოლეში ამბობდა, რომ „ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან" (); და კვლავ, იმავე ეპისტოლეში, სხვა ადგილას წინასწარმეტყველებს, რომ შემდეგში...

სრულად ნახვა
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ცრუმოძღვართა მოტყუება და დევნათა მაგალითი:

...ვა გულისთქმით, ესე იგი, ფულის, დიდების, განცხრომის, თავნებობისა და პატივის გულისთქმებით. შესაძლოა, სხვა სამარცხვინო გულისთქმებზეც მიანიშნებდეს. „და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად“ (). რატომ ამბობს ამას? არა იმიტომ, რომ მათ შეწყნარებას აძლევს, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან მკაცრად ემუქრება. რადგან, როდესაც თავი იმ გულისთქმებსა და ცოდვებში დამარხეს, მათი გონება გაქვავდა.

„ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა“ (). ვინ არიან ეს მოგვები, რომლებიც მოსეს დროს იყვნენ? და როგორ არის, რომ მათი სახელები სხვაგან არსად არის შეტანილი? ან უწერელად იყო გადმოცემული, ანდა სავარაუდოა, რომ პავლემ ეს სულისაგან იცოდა. ამბობს: **„ეგრეთცა...

სრულად ნახვა