მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 4:13

12. ტიქიკოსი ეფესოს წარვგზავნე.13. როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში, კარპესთან რომ დავტოვე; აგრეთვე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი.14. ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალი.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 4
13. როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში, კარპესთან რომ დავტოვე; აგრეთვე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი.
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.“ ().

1. პავლეს მარტოობა და ტიმოთეს მოწოდება

ღირს გამოკვლევა, როგორ მოუწოდებს ტიმოთეს თავისთან, თუკი მას ეკლესია და მთელი ერი ჰქონდა მინდობილი. ეს საქმე უგუნურება არ ყოფილა, რადგან თვითონაც მზად იყო მასთან მისასვლელად; მოისმინე, რას ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ“ (). მაგრამ რის გამო? დიდმა აუცილებლობამ შეიპყრო და უკვე აღარ იყო თავისი გამგზავრების პატრონი:...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს ნუგეში და შეურყეველი სარწმუნოება:

...ული, რაც წინა ეპისტოლეშიც გამოაჩინა. მაგრამ მას მხოლოდ წერილებით კი არ ანუგეშებს, არამედ თავისთანაც უხმობს: „ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე“ (), ამბობს, და: „მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები“ (). მეჩვენება კი, რომ ეს ეპისტოლე ბოლოს არის დაწერილი; რადგან, ამბობს: „რამეთუ მე აწ ესერა შევიწირვი“ (), და კვლავ: „პირველსა მას სიტყჳს-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე“ ().

ამ ყოველივეს ასწორებს რა, ნუგეშსაც საკუთარი განსაცდელებიდან იწყებს და ამბობს: „პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ“ (). მაშინვე, შესავლიდანვე, აღამაღლა მისი სული. ნუ მეუბნები აქაურ საფრთხეებზე, ამბობს; სწორედ ისინი გვიშობენ საუკუნო სიცოცხლეს, სადაც ასე...

სრულად ნახვა