მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

3 მეფეთა 17:10

9. ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს.10. ისიც ადგა და წავიდა ცარფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი აგროვებს შეშას. დაუძახა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ შევსვა.11. წავიდა ქალი მოსატანად; მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით.
3 მეფეთა თავი 17
10. ისიც ადგა და წავიდა ცარფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი აგროვებს შეშას. დაუძახა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ შევსვა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სარეფთელი ქვრივის სტუმართმოყვარეობა:

...3 მეფ 17:9-10). შენიშნე, საყვარელო, სულიწმინდის მადლი. გუშინაც მთელი ჩვენი საუბარი სტუმართმოყვარეობით შემოიფარგლა; და აი, დღესაც ეს სტუმართმოყვარე ქვრივი დაასრულებს ჩვენს სიტყვას. და მივიდა, ნათქვამია, ქვრივთან, ნახა, შეშას კრეფდა და უთხრა: მომეცი ცოტა წყალი „და ვსუა" (). ის დაემორჩილა. და კვლავ ეუბნება: გამიკეთე უფუარი პურები, „და ვჭამო" (). ხოლო ის მაშინ უკიდურეს სიღარიბეს გადაუშლის, უფრო კი — გამოუთქმელ სიმდიდრეს, რადგან სიღარიბის გაძლიერებამ სიმდიდრის სიდიადე აჩვენა. მან უთხრა: არაფერი არ არის შენი მხევლისა, „დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა"; შევკრეფ შეშას, „შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ" (). სამწუხარო სიტყვები, ქვის გულის მოქცევასაც რომ შეძლებდა! ცხონების არანაირი იმედი, ამბობს, აღარ დაგვრჩენია; სიკვდილი კართანაა; ეს ერთი რამ დაგვრჩა საცხოვრებლად; და ისიც ძლივს ეყოფა მე და ჩემს შვილებს. რაც შეიძლებოდა, გავაკეთე: წყალი მოგართვი. მაგრამ, რომ ვიცოდეთ ამ დედაკაცის სტუმართმოყვარეობაც, და დიდი ძ...

სრულად ნახვა