მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

3 მეფეთა 17:11

10. ისიც ადგა და წავიდა ცარფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი აგროვებს შეშას. დაუძახა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ შევსვა.11. წავიდა ქალი მოსატანად; მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით.12. მიუგო ქალმა: უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს, ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით.
3 მეფეთა თავი 17
11. წავიდა ქალი მოსატანად; მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სარეფთელი ქვრივის სტუმართმოყვარეობა:

...რთმოყვარეობით შემოიფარგლა; და აი, დღესაც ეს სტუმართმოყვარე ქვრივი დაასრულებს ჩვენს სიტყვას. და მივიდა, ნათქვამია, ქვრივთან, ნახა, შეშას კრეფდა და უთხრა: მომეცი ცოტა წყალი „და ვსუა" (). ის დაემორჩილა. და კვლავ ეუბნება: გამიკეთე უფუარი პურები, „და ვჭამო" (). ხოლო ის მაშინ უკიდურეს სიღარიბეს გადაუშლის, უფრო კი — გამოუთქმელ სიმდიდრეს, რადგან სიღარიბის გაძლიერებამ სიმდიდრის სიდიადე აჩვენა. მან უთხრა: არაფერი არ არის შენი მხევლისა, „დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა"; შევკრეფ შეშას, „შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ" (). სამწუხარო სიტყვები, ქვის გულის მოქცევასაც რომ შეძლებდა! ცხონების არანაირი იმედი, ამბობს, აღარ დაგვრჩენია; სიკვდილი კართანაა; ეს ერთი რამ დაგვრჩა საცხოვრებლად; და ისიც ძლივს ეყოფა მე და ჩემს შვილებს. რაც შეიძლებოდა, გავაკეთე: წყალი მოგართვი. მაგრამ, რომ ვიცოდეთ ამ დედაკაცის სტუმართმოყვარეობაც, და დიდი ძალაც მართლისა, შეხედე, რა მოხდა. როცა წინასწარმეტყველმა ეს ყოველივე შეიტყო, რათა ჩვენთვის გაეხსნა ამ დედაკაცის სათნოება — რად...

სრულად ნახვა