...ო, რათა ჩვენთვის გაეხსნა ამ დედაკაცის სათნოება — რადგან ღმერთი, რომელმაც ბრძანა: „მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი", თავად მოქმედებდა წინასწარმეტყველის მეშვეობით — ეუბნება მას: „ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზა ერთი მცირე და მომართუ მე, და მერმე ჰქმნე შენდა და ყრმათა შენთათჳს" (). ისმინეთ ეს — თქვენ, ქალებმა, რომლებიც სიმდიდრით ხართ მოცულნი: თქვენ ზედმეტს ბევრ უსარგებლო ნივთებზე ხარჯავთ და, ყველა თქვენი ფუფუნებისას, ორ ობოლს (მონეტას) არ აძლევთ გაჭირვებულებს, ან ვინმე სათნო ადამიანს, რომელიც ღვთისთვის იტანს სიღარიბეს. ხოლო ეს ქვრივი არაფერს ფლობდა, გარდა ერთი მუჭა ფქვილისა, და თავისი აზრით მალე შვილების სიკვდილს ხედავდა, მაგრამ წინასწარმეტყველისგან მოისმინა — „ჩემდა პირველად ჰქმენ, და მერმე შენდა და ყრმათა შენთა" — და არ გაწყრა, არ დაიწყო ყოყმანი, — მან მაშინვე შეასრულა ბრძანება, და ამით ყველა ჩვენგანს ასწავლა, რომ ღვთისმსახურნი საკუთარ კეთილდღეობაზე წინ უნდა დავაყენოთ და ასეთი ხელსაყრელი შემთხვევები უგულებელყოფილი არ დავტოვოთ, და ვიცოდეთ, რომ ამისთვის დიდი საზღაური გველის. შეხედე ამ ქვრივს: ერთი მუჭა ფქვილისა და ცოტაოდენი ზეთის სანაცვლოდ ამოუწურავი ბეღელი შეიძინა. ხომ წინასწარმეტყველის გამოკვებვის...
3 მეფეთა 17:13
12. მიუგო ქალმა: უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს, ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით.13. უთხრა ელიამ: ნუ გეშინია. წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი. ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.14. რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამქვეყნად.
3 მეფეთა თავი 17