...რო კი — გამოუთქმელ სიმდიდრეს, რადგან სიღარიბის გაძლიერებამ სიმდიდრის სიდიადე აჩვენა. მან უთხრა: არაფერი არ არის შენი მხევლისა, „დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა"; შევკრეფ შეშას, „შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ" (). სამწუხარო სიტყვები, ქვის გულის მოქცევასაც რომ შეძლებდა! ცხონების არანაირი იმედი, ამბობს, აღარ დაგვრჩენია; სიკვდილი კართანაა; ეს ერთი რამ დაგვრჩა საცხოვრებლად; და ისიც ძლივს ეყოფა მე და ჩემს შვილებს. რაც შეიძლებოდა, გავაკეთე: წყალი მოგართვი. მაგრამ, რომ ვიცოდეთ ამ დედაკაცის სტუმართმოყვარეობაც, და დიდი ძალაც მართლისა, შეხედე, რა მოხდა. როცა წინასწარმეტყველმა ეს ყოველივე შეიტყო, რათა ჩვენთვის გაეხსნა ამ დედაკაცის სათნოება — რადგან ღმერთი, რომელმაც ბრძანა: „მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი", თავად მოქმედებდა წინასწარმეტყველის მეშვეობით — ეუბნება მას: „ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზა ერთი მცირე და მომართუ მე, და მერმე ჰქმნე შენდა და ყრმათა შენთათჳს" (). ისმინეთ ეს — თქვენ, ქალებმა, რომლებიც სიმდიდრით ხართ მოცულნი: თქვენ ზედმეტს ბევრ უსარგებლო ნივთებზ...
3 მეფეთა 17:12
11. წავიდა ქალი მოსატანად; მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით.12. მიუგო ქალმა: უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს, ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით.13. უთხრა ელიამ: ნუ გეშინია. წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი. ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.
3 მეფეთა თავი 17