...ტებას ამბობენ, რადგან სწორედ ეს არის წინასწარმცნობელობა. ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტეთ ეს მძვინვარება, გევედრებით, თუკი ქრისტე გწამთ; ხოლო თუ არ გწამთ, თავს რატომ იგდებთ მასხრად, თავს რატომ იტყუებთ? „ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა?" (). აბა, რაღისთვის მიდიხარ? რას ეკითხები? როგორც კი მიხვედი და როგორც კი ჰკითხე, მაშინვე მონობის ქვეშ დააყენე საკუთარი თავი, რადგან ისე ეკითხები, როგორც მისი დამჯერებელი. არა, ამბობს იგი, იმიტომ კი არ ვეკითხები, რომ მჯერა, რომ ის ჭეშმარიტებას ამბობს, არამედ მის გამოსაცდელად. ხოლო იმის გამოცდა, ჭეშმარიტებას ამბობს თუ არა, იმ კაცის საქმე არ არის, ვინც დარწმუნებულია, რომ ის ტყუის, არამედ იმისა, ვინც ჯერ კიდევ ეჭვობს. მაშ, რაღისთვის ეკითხები, რა იქნება? რადგან თუ იგი ამას ამბობს: ეს მოხდება, ეს გააკეთე და თავს დააღწევ, მართალია, ასეთ შემთხვევაშიც კი არ უნდა მისცემოდი კერპთ...
3 მეფეთა 18:21
20. დაგზავნა აქაბმა ხალხი მთელს ისრაელში და შერიბა წინასწარმეტყველნი ქარმელის მთაზე.21. მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს.22. უთხრა ელიამ ხალხს: მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველნი კი ოთხასორმოცდაათი კაცია.
3 მეფეთა თავი 18