...საც აბრალებს, თანაც დაუფარავად ჩადენილს, როგორც უგუნურ პირუტყვებში ხდება. სხვა წინასწარმეტყველი კი ამბობს: „შესამოსელთა მათთა მომბმელნი საბლებისანი კრეტსაბმელებად ჰყოფდეს“ (), და: „ძე და მამაჲ მისი შევიდოდეს მისვე მჴევლისა მიმართ“ (). მაშ ამისთვის გამოგგზავნათ მოძღვრებად, მითხარი, რათა ჩვენ სიძვა და მრუშობა ვისწავლოთ, და ისიც, რომ მამასა და ძეს ერთი და იგივე სარეცელი უნდა ჰქონდეთ? და რას ამბობს ეზეკიელი? ამბობს: „არამედ არცა სამართალთაებრ წარმართთა, გარემოთა თქუენთაჲსა არა იქმოდეთ“ (). მაშ წარმართებზე უარესნი გამოგზავნა მოძღვრებად? მითხარი. ხოლო მათ სისხლიან მკვლელობებს ვინ აიტანდა? რადგან ძეები და ასულები დემონებს დაუკლეს და მათ წვავდნენ. ამას დავითიც აჩვენებს, როცა ამბობს: „და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა“ (). მაშ ამისთვის გაგზავნა ისინი, რათა ადამიანთა ბუნებას ეს ესწავლა, რომ ძეთა და ასულთა...
ამოსი 2:7
6. ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს - წყვილი ხამლისთვის.7. მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად.8. დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში.
ამოსი თავი 2