მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ამოსი 2:8

7. მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად.8. დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში.9. გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს.
ამოსი თავი 2
8. დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ჯვრის ცოდვის სიმძიმე და სასჯელი:

...დებოდნენ ერთმანეთის ცოლებს; ამიტომ მათი მძვინვარება ჭიხვინად უწოდა. და მათ მხოლოდ სიძვას კი არა, მრუშობასაც აბრალებს, თანაც დაუფარავად ჩადენილს, როგორც უგუნურ პირუტყვებში ხდება. სხვა წინასწარმეტყველი კი ამბობს: „შესამოსელთა მათთა მომბმელნი საბლებისანი კრეტსაბმელებად ჰყოფდეს“ (), და: „ძე და მამაჲ მისი შევიდოდეს მისვე მჴევლისა მიმართ“ (). მაშ ამისთვის გამოგგზავნათ მოძღვრებად, მითხარი, რათა ჩვენ სიძვა და მრუშობა ვისწავლოთ, და ისიც, რომ მამასა და ძეს ერთი და იგივე სარეცელი უნდა ჰქონდეთ? და რას ამბობს ეზეკიელი? ამბობს: „არამედ არცა სამართალთაებრ წარმართთა, გარემოთა თქუენთაჲსა არა იქმოდეთ“ (). მაშ წარმართებზე უარესნი გამოგზავნა მოძღვრებად? მითხარი. ხოლო მათ სისხლიან მკვლელობებს ვინ აიტანდა? რადგან ძეები და ასულები დემონებს დაუკლეს და მათ წვავდნენ. ამას დავითიც აჩვენებს, როცა ამბობს: „და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა“ (

სრულად ნახვა