მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ამოსი 5:20

19. როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს დახვდება დათვი, ან სახლში მისული მიეყუდება კედელს და გველი უკბენს.20. განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია და შუქის ნატამალი არ არის მასში.21. მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაულები და ვეღარ ვისუნთქავ თქვენს ზეიმებში!
ამოსი თავი 5
20. განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია და შუქის ნატამალი არ არის მასში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...ია 5:19) და კვლავ: „ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა.“ () — რადგან იგი უბრალოდ ამ დღის მოსურნეებს კი არ გულისხმობს, არამედ მათ, ვისაც ეს ურწმუნოების გამო სურს; და კიდევ ამბობს: „არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა“ ()); ამიტომ თქვა პავლემ ასე.

და იხილე, როგორ ანუგეშებს მათ, თითქოს ეუბნებოდეს: ნუ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეთა კეთილდღეობას იმის საბუთად, თითქოს სამსჯავრო არ დადგება; რადგან სწორედ ასე დადგება იგი. თუმცა ისიც უნდა გამოვიკვლიოთ: თუკი ანტიქრისტე მოდის და ელიაც მოდის, როგორღა, როცა იტყვიან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“ (), მაშინ მოიწევა მათზე უეცარი მომსრველი? რადგან ეს მოვლენები, როგორც მისი მოსვლის ნიშნები, შეუძლებელს გახდიდა ამ დღის უცნობად დარჩენას. მაგრამ პავლე ამ ჟამს არ მიანიშნებს — ანტიქრისტეს ჟამს ვგულისხმობ; არც იმას ამბობს, რომ ის დღე ქრისტეს მოსვლის ნიშანი იქნება, არამედ იმას, რომ ქრისტე ნიშნით კი არ მოვა, არამედ უცაბედა...

სრულად ნახვა