1.ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა.2.რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.3.ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.4.მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე.5.რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა.6.მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.7.ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან.8.ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.9.რადგანაც ღმერთმა რისხვისთვის კი არ შეგვქმნა, არამედ ხსნისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,10.რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა, მღვიძარენი თუ მძინარენი, ვცოცხლობდეთ მასთან ერთად.11.ამიტომაც ნუგეში ეცით და შეაგონეთ ერთიმეორეს, როგორც იქცევით კიდეც.12.გევედრებით, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენს შორის, თქვენი წინამძღვარნი უფალში და თქვენი მოძღვარნი;13.გამორჩევით გიყვარდეთ ისინი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთს შორის.14.ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ.15.თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.16.მარადის ხარობდეთ.17.გამუდმებით ილოცეთ.18.მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.19.ნუ დაშრეტთ სულს.20.წინასწარმეტყველებას ნუ შეურაცხყოფთ.21.ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს.22.განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს.23.თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.24.სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს ამას.25.ძმანო, ილოცეთ ჩვენთვის.26.მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.27.გაფიცებთ უფალს, ყველა ძმას წაუკითხეთ ეს წერილი.28.მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენთან. ამინ.
„ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის." ().
1. აღსასრულის ჟამის ძიების უსარგებლობა
არაფერი, როგორც ჩანს, ისე ზედმეტად მაძიებელი და უხილავისა და დაფარულის შესწავლისადმი ხარბი არ არის, როგორც ადამიანთა ბუნება.ეს კი მას ჩვეულებრივ მაშინ...
„ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა." ().
1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება
წინამძღოლს აუცილებლობით აქვს მცირედსულოვნების მრავალი საბაბი; როგორც ექიმთა მსახურებს ხშირად უწევთ ავადმყოფთა შეწუხება,...
...„ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ" (). რადგან პირველ წერილშიც ამბობდა: „ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა" ().ამრიგად, მისული რომ ყოფილიყო, არაფრის დაწერა აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რადგან საკითხი გადადებული რჩებოდა, ამის გამო უმატებს ამ წერილს, როგორც ტიმოთეს მიმართაც ამბობს, რომ ზოგიერთნი „გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა, იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ აწვე იყოო" ()2.
ამას კი იმისთვის აკეთებდნენ, რომ მორწმუნეებს, რომელთაც აღარაფერი დიდი და ბრწყინვალე ექნებოდათ სასოებად, შრომათა წინაშე გული გასტეხოდათ.რადგან მათ სასოება ატარებდა და არ უშვებდა, რომ აწმყო გასაჭირს დამორჩილებოდნენ, ეშმაკმა, თითქოს რაღაც ღუზის გადაჭრა მოინდომაო, როცა ვერ შეძლო დაერწმუნებინა, რომ მომავალი საქმე...
1 თესალონიკელთა მიმართ 5:21 თესალონიკელთა მიმართ 5:6
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:
...ენა, დასაწყისშივე ასე გაბრწყინდა, მით უმეტეს — ისინი, ვინც უკვე ირწმუნეს. მაგრამ ნურავინ, ამას რომ იაზრებს და იცის, რომ მოკლე დროში ყველაფრის აღდგენა შეიძლება, უდებებას მიეცემა; რადგან მომავალი უცნობია და „დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის“ (), უეცრად დაგვესხმის თავს ჩვენ, მძინარეთ; მაგრამ თუ არ გვეძინება, მპარავივით არ დაგვესხმის თავს და მოუმზადებელთ არ წაგვიყვანს.რადგან თუ „მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ“ (), იგი უკვე მპარავივით აღარ დაგვესხმის თავს, არამედ როგორც სამეფო მაცნე, რომელიც ჩვენთვის გამზადებული სიკეთეებისკენ გვიხმობს; ხოლო თუ გვძინავს, მპარავივით თავს დაგვადგება.მაშ, ნურავინ დაიძინებს, ნურავინ იქნება უქმი სათნოების მიმართ; რადგან სწორედ ეს არის ძილი.
ნუთუ არ იცით, როცა გვძინავს, როგორ აღარ არის ჩვენი საქმეები უსაფრთხოდ და როგორ ადვილად ხდება ისინი ბოროტი ზრახვის სამიზნე?ხოლო როცა ვფხიზლობთ, ჩვენთვის ამოდენა დაცვა აღარ არის საჭირო....