მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ამოსი 9:7

6. ცაში აიგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს: უფალია. მისი სახელი.7. განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო? ამბობს უფალი; განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან?8. აჰა, უფლის ღვთის თვალი ცოდვილ სამეფოზეა და აღვგვი მას პირისაგან მიწისა, ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს, ამბობს უფალი.
ამოსი თავი 9
7. განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო? ამბობს უფალი; განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
11. სასძლოს მორჩილება და წარმართთა შეწირვა:

...გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო“** (); და კვლავ ძველში: „კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ“ (). და სხვაგანაც: „და ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდა“ ()?

ასევე აქაც მათ, ვინც უღმრთოებასა და გარყვნილებაში იცხოვრა, ტვიროსელნი უწოდა. მაგრამ მათაც დავძლევ, ამბობს, და დავიმორჩილებ; და ისე დავიმორჩილებ, რომ თაყვანისცემამდეც მივიყვან მათ; და არა უბრალოდ თაყვანისცემამდე, არამედ ძღვენისა და პირველნაყოფის შეწირვამდეც, რაც მსახურების უდიდესი სახეა და უზომო მორჩილების ნიშანი. შემდეგ ამბობს: „პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი“ (). რას ნიშნავს „ლიტანიობდენ“? ეს ნიშნავს: ახლა დიდნი და მაღალნი მას პატივს მიაგებენ და განადიდებენ. რადგან ეკლესიაშიც ეს ხდება: სათნოებით მცხოვრებთ ყოველნი პატივს მიაგებენ და ე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).:

...არამედ დაფარულსა გონებისა მათისასა განიცდიდა გამოცხადებითა ღმრთისაჲთა და ზუაობასა მათსა და სიქადულსა დაამჴობდა, ვითარცაიგი პირველ ესაია ქმნა, რომელი-იგი მთავრად სოდომელთა უწესს მათ და ერად გომორელთა. და სხუაჲ წინაწარმეტყუელი იტყჳს: „არა შვილნი ჰინდოთანი თქუენ ხართა?“ და ყოველნივე ესრეთ აყუედრებენ მათ. არამედ წინაწარმეტყუელნი ცოდვასა შინა ყოფისა მათისათჳს იტყოდეს ესევითარსაო, ხოლო აქა მოქცევასა შინა იხილვებიან და სარწმუნოებასა, რაჲსათჳს უკუე ესრეთ იტყჳს? ვითარცა ვთქუ, დაფარულსა მას გონებათა მათთასა ხედავს და ყოფადსა მას მათ მიერ ქრისტეს მიმართ განდგომილებასა მოასწავებს, ხოლო აწინდელსა ამას საქმესა ზედა არა აბრალებს, არამედ უფროჲსად აქებს მოსლვასა მას მათსა ნათლის-ღებად, რამეთუ არა თუ ესრეთ ჰრქუა, თუ: რად მოხუედით ჩემდა, არამედ უფროჲსად უკჳრს მოსლვაჲ იგი, თუ ვითარ უძლეს ფრიადისა მის უკეთურებისაგან განფრთხობად და სინანულისა მოჴსენებად, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რაჲ არს საკჳრველი ესე, ვითარ თქუენ მოიგონეთ მოსლვაჲ სინანულად, ნაშობნო იქედნის მსგავსთა მათ მშობელთანო და აღზრდილნო ყოვლითა სიბოროტითა, ვითარ იქმნა უცხოჲ ესე შეცვალებაჲ? ვინ მოალბნა ფიცხელნი ეგე გულნი თქუენნი, ვინ განჰმართნა განდრეკილნ...

სრულად ნახვა