...რ მიაღწევდა: „ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.“ (). ამის საპირისპიროს გამო კი თვით ისინი მხილებულნი იყვნენ ღმერთისგან, რომელიც ამბობდა: „თქუენ სახლობთ მოჭედილ სახლებში, ჩემი სახლი კი უდაბურია“ ()3. „ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.“ (). კვლავ იხილე აქედანაც მისი გულმოდგინება და მზრუნველობით აღსავსე სული. მეფე ამბობს: „ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.“ (), ის, ვინც ყოველივეს ფლობს. რადგან მას უბრალოდ აშენება კი არ სურდა, არამედ ყველაზე შესაფერის ადგილას, რომელიც ტაძარს მეტად შეჰფეროდა, და ძიებაც სჭირდებოდა; ამგვარად იყო იგი სულით მღვიძარე. **„ესერა, გუესმა ესე ევფრათას, და ვპოე...
1. დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით იუდას განმგებლის ზერუბაბელ შალათიელის ძის, და მღვდელმთავრის იესო - იეჰოცადაკის ძის მიმართ.2. ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი.3. იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:4. იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?5. ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.6. ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტასა მკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით; გახვრეტილი ქისისთვის იდებს მშრომელი შრომის საზღაურს.7. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.8. ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი.9. ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ; რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ, რატომ? ამბობს ცაბაოთ უფალი. იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ.10. ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ დაგიკავათ მოსავალი.11. გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, პურზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს; ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე.12. ისმინეს ზერუბაბელ შალათიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღმერთის ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღმერთის მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა.13. უთხრა ანგიამ, უფლის მაცნემ, ხალხს უფლის მაცნეობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, ამბობს უფალი.14. გააღვიძა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შალათიელის ძის სული, მღვდელმთავრის, იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში,15. მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს.