ნახე, მისი ძალა რაოდენ გამოუთქმელია და ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენას აღემატება. მხოლოდ ბრძანებს – და ერთი სტიქიონი მოვა, მეორე კი განეშორება. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა". რას ნიშნავს: „იქმენინ სამყარო"? ეს იმის მსგავსია, ვინმე ადამიანურ ენაზე რომ ეთქვა: იქმნას რაღაც კედელი და ზღუდე, რომელიც შუაში იქნებოდა და თავისით გაყოფას მოახდენდა. და, რომ გაიგო სტიქიონთა დიდი მორჩილება და შემოქმედის აღმატებული ძალა, ამბობს: „და იქმნა ეგრეთ". მხოლოდ თქვა – და აღსრულდა. „და განყო", – ამბობს, – „ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა". სამყაროს შექმნის შემდეგ, ამბობს, ღმერთმა ბრძანა, რომ ზოგიერთი წყალი სამყაროს ქვეშ ყოფილიყო, ხოლო ზოგი სამყაროს ზედაპირის ზემოთ. მაგრამ ვინმე იკითხავს: რა არის სამყარო? გამაგრებული წყალი, თუ შეკუმშული ჰაერი, თუ რაიმე სხვა ნივთიერება? კეთილგონიერთაგან არავინ გაბედავს ამის პირდაპირ გადაჭრას. დიდი მადლიერებით უნდა მივიღოთ (წერილის) სიტყვები და, ჩვენი ბუნების საზღვრებს მიღმა არ...
დაბადება 1:6
5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.
დაბადება თავი 1