მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 1:9

8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო .
დაბადება თავი 1
9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 5. „და თქუა ღმერთმან: შეკრბეს წყალნი ცასა ქუეშე შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდეს ჴმელი" (დაბ 1:9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. წყალთა შეკრება და ხმელეთის გამოჩენა (1:9-10):

...ვიზრუნოთ ჩვენი ცხონებისთვის, რომ დრო რომ გადის, შეუმჩნევლად ყველაზე დიდი ზიანი არ მივაყენოთ თავს. მაგრამ შესავლისთვის ეს კმარა. მოვისმინოთ, თუ გსურთ, რას გვასწავლის დღესაც სულიწმიდის მადლი მოსეს ბაგეებით. „და თქუა ღმერთმა: შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ" (). შეხედე, საყვარელო, რა მშვენიერი წესრიგი და თანმიმდევრობაა აქ. თავდაპირველად (მოსემ) თქვა, რომ „ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ" იმის გამო, რომ ბნელითა და წყლებით იყო დაფარული; შემდეგ (აჩვენა, რომ ღმერთმა) მეორე დღეს სამყაროს ყოფნა ბრძანა, წყლებს შორის გამიჯვნა მოახდინა, და სამყარო ცად ცად უწოდა; ახლა კი კვლავ გვასწავლის, რომ მესამე დღეს (ღმერთმა) ბრძანა, ცის ქვეშ მყოფი წყალი, „შესაკრებელსა ერთსა" შეკრებილი, ადგილი დაეთმო, და ხმელეთი გამოჩენილიყო: „და იქმნა ეგრეთ". ვინაიდან მანამდე ყველაფერი წყლით იყო სავსე, ღმერთმა ბრძანა ამ წყლის სიმრავლეს ერთ ადგილას შეკრებილიყო, რათა ამგვარად ხმელეთი გამოჩენილიყო. შენიშნე, როგორ ნელ-ნელა გვიჩვენებს ჩვენ დედამიწის კეთილმოწყობასა და სილამაზეს. „და იქმნა ეგრეთ". როგორ? ისე, როგორც უფალმა ბრძანა. მან მხოლოდ თქვა — და მოჰყვა აღსრულება. ეს არის ღვთის თვისება — ქმნილებებს თავი...

სრულად ნახვა