მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 1:10

9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო .11. თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
დაბადება თავი 1
10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო .

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 5. „და თქუა ღმერთმან: შეკრბეს წყალნი ცასა ქუეშე შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდეს ჴმელი" (დაბ 1:9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. წყალთა შეკრება და ხმელეთის გამოჩენა (1:9-10):

...ა. და გამოჩნდა ჴმელი. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ"** (დაბ 1:9–10). ხედავ, საყვარელო, როგორ უხილავი და მოუწყობელი დედამიწა, წყლების ქვეშ, თითქოს რაღაც საფარველის ქვეშ, დამალული, ღმერთმა განაშიშვლა, ასე ვთქვათ, და ახლა მისი სახე გვიჩვენა, საკუთარი სახელით რომ უწოდა? „და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ" (). აჰა, წყლებმაც თავიანთი სახელი მიიღეს. როგორც დახელოვნებული ხელოვანი, როცა რაიმე ჭურჭელს თავისი ხელობის წესით აკეთებს, სახელს მანამ არ აძლევს, სანამ მთლიანად არ დაამთავრებს, — ასევე კაცთმოყვარე მეუფე მანამ სახელს არ აძლევს სტიქიებს, სანამ თავისი ბრძანებით თითოეულს თავის ადგილზე არ დააყენებს. შემდეგ, როცა დედამიწამ თავისი სახელი მიიღო და ჯეროვანი სახე შეიძინა, წყლებმაც, ერთად შეკრებილმა, თავისი სახელწოდება დაიმსახურა. „უწოდა, — ამბობს, — შესაკრებელსა წყალთასა ზღუებ", და კვლავ დაუმატა: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ". რადგან უძლური ადამიანური ბუნება ღვთის ქმნილებათა ღირსეულ შექებას ვერ შეძლებდა, საღვთო წერილი წინასწარ გვიჩვენებს, როგორ შეაქო ისინი თავად შემოქმედმა.

4. მცენარეთა აღმოცენება ღვთის სიტყვით (1:11-13)

როცა იცი, რომ ქმნილებანი თავად შემოქმედის წინაშე მშვენიერნი აღმოჩნდნენ, მით უფრო მეტად განცვიფრდები მათ...

სრულად ნახვა