მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 12:6

5. თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.6. გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.7. გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.
დაბადება თავი 12
6. გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.
საუბარი 31. „და მოიყვანნა თარრა აბრაამ" (დაბ 11:31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. აბრაამის მწირობა ქანაანის ქვეყანაში (12:6):

შენიშნე წერილის ზედმიწევნითობა, რა დაწვრილებით მოგვითხრობს ყველაფრის შესახებ, რათა ყველაფრიდან შევიცნოთ მართლის ღვთისმოსაობა. „და მიიყუანა", — ამბობს, — „სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი, რაოდენი მოიგეს ხარანს". უმიზეზოდ არ არის ნათქვამი: „ყოველი, რაოდენი მოიგეს ხარანს", — რათა ვიცოდეთ, რომ პატრიარქმა ქალდეადან არაფერი წაიღო თან, არამედ მთელი ეს მამის ქონება ძმას დაუტოვა და მხოლოდ იმით წავიდა, რაც ხარრანში მოეხვეჭა. ესეც ამ საოცარმა კაცმა თან არა იმიტომ წაიყვანა, თითქოს ქონებას ეძვირფასებოდა ან ანგარი იყო, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი ქონებით ყველასთვის ღვთის მისადმი მზრუნველობა ემტკიცებინა. ის, ვინც ქალდეადან გამოიყვანა და შემდეგ იქიდანაც გადასახლება უბრძანა, თავადვე ამრავლებდა ყოველდღიურად მის ქონებას და ყოველგვარ უსიამოვნებას აცილებდა. ამგვარად, ისიც, რომ აბრაამი ამ ქონებას თან ატარებდა მთელ გზაზე, მისი სულის ღვთისმოსაობის მტკიცებულება იყო. ვინც მას ხედავდა, ალბათ სურდა სცოდნოდა მართლის ასეთი მოგზაურობის მიზეზი. შემდეგ, გაიგებდა რა, რომ ის უცხო მიწაზე გადასახლდა, თავისი საკუთრება სამშობლოში დატოვა,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის