მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 12:8

7. გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.8. გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.9. მერე დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გაემართა.
დაბადება თავი 12
8. გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. აბრაამის საკურთხევლები და ეგვიპტეში გადასახლება (12:7-10):

...ეს მართალი ასე არ იქცეოდა, არამედ როგორ? ღვთისთან საუბრის ღირსი გახდა, ადგილი განწმიდა, საკურთხეველი აღუშენა და შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად სხვა ადგილზე გადასახლდა. „და აღდგა მუნ კარავი თჳსი ბეთელს შინა ზღჳთ კერძო და ანგეთ აღმოსავლით კერძო. და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა" (). შეხედე, როგორ ყველაფერში გამოხატავს თავის ღვთისმოსავ განწყობას. იქ, ღვთის მიერ მიცემული აღთქმის გამო, აღუშენა საკურთხეველი და, ადგილის განწმედის შემდეგ, წავიდა; ხოლო აქ, რადგან კარავი დადგა, კვლავ, ნათქვამია, „აღუშენა საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა". ხედავ სიბრძნისმოყვარე სულს? ხედავ, როგორ იმას, რის შესახებაც მოგვიანებით წერდა და მოუწოდებდა ქვეყნიერების საკვირველი მოძღვარი, ნეტარი პავლე, რომ: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა" (), — როგორ ამას წინასწარ უკვე აღასრულა პატრიარქმა თავად საქმით, „ყოველ ადგილზე" საკურთხეველს აღაშენებდა და უფლისადმი მადლობას აღავლენდა? იცოდა მან, კარგად იცოდა, რომ ღმერთი ადამიანისგან თავისი უთვალავი და გამოუთქმელი ქველმოქმედებისთვის არაფერს ისე არ მოითხოვს, როგორც მადლიერ და ქველმოქმედებ...

სრულად ნახვა