მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 12:9

8. გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.9. მერე დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გაემართა.10. შიმშილი იყო ქვეყანაში და წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში.
დაბადება თავი 12
9. მერე დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გაემართა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. აბრაამის საკურთხევლები და ეგვიპტეში გადასახლება (12:7-10):

...იცოდა მან, კარგად იცოდა, რომ ღმერთი ადამიანისგან თავისი უთვალავი და გამოუთქმელი ქველმოქმედებისთვის არაფერს ისე არ მოითხოვს, როგორც მადლიერ და ქველმოქმედებისთვის აღიარებით სავსე სულს. მაგრამ ვნახოთ კიდევ, როგორ გადასახლდება მართალი აქედანაც. „და აღიტრა, — ნათქვამია, — აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა" (). შეხედე კვლავ მის ღვთისმოყვარე სულსა და დიდ სიბრძნისმოყვარეობას. კვლავ, ნათქვამია, წავიდა აქედან და „ილაშქრა უდაბნოსა შინა". რატომ წავიდა იქიდან? ალბათ ხედავდა, რომ ზოგიერთი მცხოვრები მის ყოფნით უკმაყოფილო იყო. ამიტომ, სურდა რა თავისი არაჩვეულებრივი სიმშვიდისა და იმის ჩვენება, თუ რამდენად აფასებდა სიმშვიდეს, და არავისთან არაფერი საერთო არ ჰქონდა, უდაბნოში გადასახლდა: „წარსლვით, — ნათქვამია, — ილაშქრა უდაბნოსა შინა". უცნაურ გამოთქმას ხმარობს აქ საღვთო წერილი. როგორც ჩვეულებრივ მებრძოლთა შესახებ ამბობენ, ისე ახლაც მართლის შესახებ თქვა, რომ „ილაშქრა". ეს იმიტომ, რომ ეჩვენებინა მართლის ყველაფრისთვის მზადყოფნა. როგორც მეომრები ადვილად გადაიტანენ ბანაკს დღეს აქ, ხვალ იქ, ისე ეს მართალი, თუმცა ცოლი და ძმისწული ახლდა და ამდენი მსახური, მაინც ძალიან ადვილად გადასახლდებოდა. ხედავ, როგორ ადვილად იცვლიდა ადგილსა და ცხოვრების წ...

სრულად ნახვა