მაგრამ მართალს ასეთი ფიქრიც კი არ მოუნდომებია, არამედ, ყოველგვარი ასეთი აზრის განგდებით, ერთზე იღწვის — როგორ შეწყვიტოს ანთებისთვის მზა ჩხუბი და, შეურაცხყოფის გარეშე განშორების გზის მოძებნით, თავის სახლს ყველა შეწუხებისგან გაათავისუფლოს. „არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით, ხოლო უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით". შეხედე მართლის სიმშვიდეს. ლოთს საქმით უჩვენებს, რომ ამას თავისი ნებით არ აკეთებს და არ სურს მისგან განშორება, არამედ ჩხუბის გამო და იმისთვის, რომ სახლში მუდმივი ბრძოლა არ იყოს; შეხედე, როგორ ახშობს თავისი სიტყვებით ლოთის სიცხეს, არჩევანის სრულ თავისუფლებას აძლევს და მთელ ქვეყანას სთავაზობს, როცა ამბობს: „არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა?" რომელიც გინდა, ისიც აიღე, ხოლო მე დიდი სიამოვნებით ავიღებ იმას, რასაც შენ დამიტოვებ. დიდია მართლის სიბრძნისმოყვარეობა! არაფერში სურს ძმისწულისთვის ტვირთი იყოს. რადგან, ამბობს, ის ხდება, რისი სურვილიც არ მქონდა, და, რადგან ჩხუბის შეწყვეტისთვის აუცილებელია განვიშოროთ, არჩევანის სრულ თავისუფლებას გიტოვებ და...
დაბადება 13:12
11. აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს.12. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.13. ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
დაბადება თავი 13