...ით კი არ განსხვავდებოდა მართლისგან. უკვე ის, რომ ორი ბიძისგან სწორედ მართალს შეუერთდა, აჩვენებს, რომ საკმარისი გონება ჰქონდა იმის გასარჩევად, რომელ ბიძას მიენდო თავისი ბედი. მოგზაურობაში წასვლის განზრახვაცაც ახალი მტკიცებულებაა ლოთის კეთილზნეობისა: თუმცა მოგვიანებით ოდნავ შესცოდა, მიწის უკეთესი ნაწილი რომ აიღო (), მაგრამ მართლის კვალს მიჰყვებოდა. აი, რატომ წაიყვანა მართალმა ის თანამგზავრად, და ისიც მზადყოფნით გაცვალა სახლის ცხოვრება მწირობაზე. შემდეგ, რათა ვიცოდეთ, რომ უფალმა ეს პატრიარქს არა ახალგაზრდობაში უბრძანა, არამედ მაშინ, როცა უკვე სიბერეში იყო, როცა ადამიანები უმეტესად მოგზაურობის მიმართ საკმაოდ გულგრილნი არიან, წერილი ამბობს: „ხოლო აბრაამ იყო წლისა სამეოცდაათხუთმეტისა, რაჟამს გამოვიდა ხარანით" (). ხედავ, როგორ არც ასაკმა, არც სხვა რაიმემ, რაც სახლთან შეიძლებოდა მიებოჭა, ხელი ვერ შეუშალა; პირიქით, ღვთისადმი სიყვარულმა ყველაფერზე გაიმარჯვა. ასეა, როცა სული ფხიზელი და ყურადღებიანია, ყველა დაბრკოლებას ძლევს, მთელი არსებით სატრფო საგნისკენ მიისწრაფვის, და რა სიძნელეებიც არ უნდა შეხვდეს, ვერაფერი ვერ შეაჩერებს, არამედ ყველაფერს გვერდს უვლის და მანამ არ ჩერდება, სანამ სანატრელს არ მია...
დაბადება 13:11
10. გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა.11. აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს.12. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
დაბადება თავი 13