მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 13:15

14. უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ.15. მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ.16. ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
დაბადება თავი 13
15. მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ.
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მოწყალება და ღვთის აღთქმა აბრამისადმი (13:14-16):

ხედავ უფლის კაცთმოყვარეობას, როგორ მოაწყობს იგი ყველაფერს ჩვენი ცხონებისთვის? მაშ, როცა იფიქრებ, რომ ღარიბი სიღარიბესთან იბრძვის და შიმშილისგან ილევა შენთვის და შენი სარგებლისთვის, ნუ ჩაუვლი თანალმობის გარეშე, არამედ ერთგული განმგებელი იყავი იმისა, რაც უფლისგან გერწმუნა, რომ ღარიბის საჭიროების დაკმაყოფილებით, თავადაც ზეციდან დიდი კეთილგანწყობის ღირსი გახდე. ადიდე შენი უფალი იმის გამოც, რომ მან შენთვის და შენი ცხონებისთვის დაუშვა ამ ადამიანის სიღარიბეში ცხოვრება, რომ შენ შეძლო იპოვო საშუალება შენი ცოდვების განწმენდისა და უფლისგან გერწმუნებულის კეთილად გამოყენებით იმ ქებას ეღირსო, რომელიც ყოველგვარ სიტყვასა და წარმოდგენას აღემატება, — რადგან გესმის: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (). ამის გახსენებით, ღარიბებს როგორც ქველმოქმედებად მივიჩნიოთ, როგორც ისეთ ადამიანებად, რომელთაც შეუძლიათ ცხონების საშუალება მოგვცენ; მოწყალება გულუხვად და ცხელი მოშურნეობით გავუწიოთ, მოწყალების გაცემისას არასდროს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის