მაშ, განსაჯე აღთქმასა და მის აღსრულებას შორის გასულ ხანგრძლივ დროზე და წარმოიდგინე პატრიარქის სულის სიმტკიცე, — როგორ გვერდს უვლიდა ყველა ადამიანურს და ფიქრი აღმთქმელის ძალისკენ მიმართა, არ აღელდა და არ შეირყა. თქვენ იცით, რომ თუ ვინმე ერთხელ-ორჯერ შეპირდება და თავის პირობას არ შეასრულებს, ჩვენ შემდეგ უკვე ნაკლებად ვენდობით მის შეპირებებს. და ადამიანის მიმართ ეს სწორიცაა. მაგრამ რაც შეეხება ღმერთს, რომელიც დიდი სიბრძნით მოაწყობს ჩვენს საქმეებს, — თუ მან ერთხელ მოგვცა აღთქმა, თუნდაც შემდეგ უამრავი დაბრკოლება წარმოიშვას, ჩვენ, მისი ძალის სიდიადეზე მიმხედველთ, დარწმუნებულნი და მტკიცე რწმენის მქონეთ უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ მისი სიტყვა აუცილებლად აღსრულდება. არაფერია ისეთი, რამაც მისი აღთქმის აღსრულება შეაჩეროს. ის ღმერთია, ვისთვისაც ყველაფერი შესაძლებელია, და ამიტომ მიმართავს მოვლენებს, სადაც სურს, რადგან ძალუძს გზა იპოვოს უგზო ადგილებშიც, და მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე სასოს წარვკვეთეთ, კეთილ იმედებს გვიღვივებს, რომ ამგვარად უფრო ნათლად შევიცნოთ მისი განგებულების სიბრძნის უზომო სიდიადე. „აღდეგ, — ნათქვამია, — მოვლე ქუეყანა, სიგრძედ...
დაბადება 13:17
16. ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.17. ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი.18. აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
დაბადება თავი 13