...აღთქმა! დიდია სიუხვე ჩვენი მეუფისა! უჩვეულოა ჯილდო, რომელიც კაცთმოყვარე და გულმოწყალე ღმერთმა ბოძა ამ ნეტარს და მისგან წარმოსაშობ შთამომავლობას! ეს რომ მოისმინა, ღვთის გამოუთქმელი სახიერებით გაოცებულმა პატრიარქმა „აღიკარვა, — ნათქვამია, — აბრაამ და მოვიდა, დაიკარვა მუხასა თანა მამბრესა, რომელი იყო ქებრონს" (). ესე იგი, აღთქმა რომ მიიღო და ლოტთან გამოთხოვებული, კარავი მამრეს მუხასთან გადაიტანა. შეხედე სულის სიბრძნეს, შეხედე გონების სიმაღლეს — როგორ ადვილად გადადის ადგილიდან ადგილზე და არ წუხს. ვერ ნახავ, რომ მას ჩვევა ფლობდეს ან აბორკილებდეს, — ის, რასაც ხშირად ექვემდებარებიან ისინიც კი, ვინც, თითქოსდა, უკვე ბრძნულ ცხოვრებას ეწევიან და ამქვეყნიური აურზაურისგან თავისუფალნი არიან. როცა გადასახლების და უცხო მიწაზე გადასვლის დრო დგება, ხშირად სულიერი საჭიროების გამოც კი, ნახავ, როგორ წუხან, დარდობენ და მძიმედ იტანენ გადაადგილებას, რადგან ჩვევით არიან შეკრულნი. მაგრამ არა ასე იყო ეს მართალი; არა, იგი თავიდანვე, ახალგაზრდობიდანვე ბრძნულად იქცეოდა და, როგორც მგზავრი და მოხეტიალე, გადადიოდა ადგილიდან ადგილზე და ყველგან ცდილობდა საქმით გამოეჩინა ღვთისმოყვარე გულისწყობა. ასე, თუმცა ახლახან დაემკვიდრა მამრეს მუხასთან, მაშინვე საკურთხეველი აღუშ...
დაბადება 13:18
17. ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი.18. აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
დაბადება თავი 13