მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 13:7

6. ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქოადათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება.7. ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში.8. უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ.
დაბადება თავი 13
7. ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში.
საუბარი 33. „აბრაამ იყო მდიდარ ფრიად" (დაბ 13:2–4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. მწყემსთა შუღლი და აბრაამის მშვიდობისმოყვარეობა (13:5-8):

ხედავ, როგორია ღვთის განგება? წავიდა შიმშილისგან შვებისმაძიებელი — და დაბრუნდა არამხოლოდ შიმშილისგან გადარჩენილი, არამედ დიდი სიმდიდრისა და გამოუთქმელი დიდების მოხვეჭით, ყველას აჩვენა, ვინ არის იგი. ახლა უკვე ქანანის მცხოვრებლებმაც უკეთ შეიცნეს მართლის სათნოება, როცა დაინახეს, რა უეცარი ცვლილება მოხდა და როგორი სიმდიდრე ჰქონდა ამ უცხოტომელს, რომელიც ეგვიპტეში ლტოლვილად და მწირად წავიდა. ამასთან შენიშნე, რომ ის დიდი ბედნიერებისა და სიმდიდრის სიუხვისგან არც ამპარტავანი გახდა და არც უზრუნველი, არამედ კვლავ იმავე ადგილს ეშურება, სადაც იყო ადრე, ეგვიპტეში წასვლამდე. „ვიდოდა, — ნათქვამია, — უდაბნოდ, ვიდრე ადგილადმდე, რომელსა იყო კარავი მისი პირველ, ადგილსა საკურთხეველისასა, რომელი ქმნა მუნ პირველ და უწოდა... სახელსა უფლისასა ღმრთისასა". განსაჯე, როგორ უყვარდა მას სიმშვიდე და სიწყნარე, და მუდმივად ღვთის მსახურებას ეწეოდა. ის მივიდა, ნათქვამია, იმ ადგილამდე, სადაც ადრე საკურთხეველი აღმართა და ღვთის სახელს ხადოდა, და ამით დიდი ხნის წინ, წინასწარ აღასრულა ის, რაც დავითმა თქვა: „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის