ხედავ, როგორია ღვთის განგება? წავიდა შიმშილისგან შვებისმაძიებელი — და დაბრუნდა არამხოლოდ შიმშილისგან გადარჩენილი, არამედ დიდი სიმდიდრისა და გამოუთქმელი დიდების მოხვეჭით, ყველას აჩვენა, ვინ არის იგი. ახლა უკვე ქანანის მცხოვრებლებმაც უკეთ შეიცნეს მართლის სათნოება, როცა დაინახეს, რა უეცარი ცვლილება მოხდა და როგორი სიმდიდრე ჰქონდა ამ უცხოტომელს, რომელიც ეგვიპტეში ლტოლვილად და მწირად წავიდა. ამასთან შენიშნე, რომ ის დიდი ბედნიერებისა და სიმდიდრის სიუხვისგან არც ამპარტავანი გახდა და არც უზრუნველი, არამედ კვლავ იმავე ადგილს ეშურება, სადაც იყო ადრე, ეგვიპტეში წასვლამდე. „ვიდოდა, — ნათქვამია, — უდაბნოდ, ვიდრე ადგილადმდე, რომელსა იყო კარავი მისი პირველ, ადგილსა საკურთხეველისასა, რომელი ქმნა მუნ პირველ და უწოდა... სახელსა უფლისასა ღმრთისასა". განსაჯე, როგორ უყვარდა მას სიმშვიდე და სიწყნარე, და მუდმივად ღვთის მსახურებას ეწეოდა. ის მივიდა, ნათქვამია, იმ ადგილამდე, სადაც ადრე საკურთხეველი აღმართა და ღვთის სახელს ხადოდა, და ამით დიდი ხნის წინ, წინასწარ აღასრულა ის, რაც დავითმა თქვა: „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა...
დაბადება 13:6
5. ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები.6. ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქოადათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება.7. ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში.
დაბადება თავი 13