მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 14:20

19. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა!20. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.21. უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.
დაბადება თავი 14
20. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. აბრაამის გამარჯვება ღვთის შეწევნით (14:19-23):

რას ნიშნავს ეს შენიშვნა — „მეფე სალომისა" და „მღდელი ღმრთისა მაღლისა"? ის იყო, ნათქვამია, „მეფე სალომისა". მას აღგვიწერს ნეტარი პავლეც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში () და, მის სახელსა და ქალაქს ყურადღებას აქცევს, ეტიმოლოგიის საშუალებით განმარტავს მისი სახელის მნიშვნელობას და ამბობს, რომ მელქისედეკი ნიშნავს „მეუფე სიმართლისაჲ", რადგან ებრაულ ენაზე „მელქი" ნიშნავს „მეფობას", ხოლო „სედეკ" — „სიმართლეს". შემდეგ, ქალაქის სახელზე გადასულმა, მელქისედეკს „მეუფე მშჳდობისაჲ" უწოდა, რადგან „სალიმი" ნიშნავს „მშვიდობას". მღვდელი კი იგი იყო, ალბათ, თვითხელდასხმული — ასეთები იყვნენ მაშინ მღვდლები — ანდა მახლობლებმა მიანიჭეს ეს პატივი მისი ხანდაზმული ასაკის გამო, ანდა თავადვე ზრუნავდა მსხვერპლთა შეწირვაზე, როგორც ნოე, აბელი, აბრაამი, რომლებიც მსხვერპლებს სწირავდნენ. მეორე მხრივ, ის ქრისტეს ხატადაც უნდა ყოფილიყო, რომლადაც წარმოაჩენს მას პავლეც და ამბობს: „უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის