მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 14:21

20. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.21. უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.22. უთხრა სოდომის მეფეს აბრამმა: უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს,
დაბადება თავი 14
21. უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. აბრაამის გამარჯვება ღვთის შეწევნით (14:19-23):

...უნაწილა, — კერძოდ, მოტანილის მეათედი ნაწილი გამოუყო, და ამით ყველასთვის მოძღვარი გახდა იმაში, რომ ღვთის მიმართ მადლიერი უნდა იყო და ყველაფრის პირველნაყოფი შესწირო, რასაც ღმერთი მოგვმადლებს. შემდეგ სოდომის მეფემ, პატრიარქის სულგრძელობით გაოცებულმა, უთხრა: „მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად" (). შესანიშნავია მეფის მადლიერება, მაგრამ შეხედე მართლის სიბრძნისმოყვარეობასაც. „და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ. უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა, რათა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაამ თჳნიერ ღმრთისა" (). დიდია პატრიარქის სიმდიდრისადმი ზიზღი. მაშ, რატომ უარს ფიცით ამბობს, და ეუბნება: „განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ"?

6. მელქისედეკი — „მეუფე სიმართლისა" (14:24)

ორ რამეს სურს ასწავლოს სოდომის მეფეს: ერთი, რომ მისი ძღვენი მისთვის უმნიშვნელოა, რითაც დიდ სიბრძნისმოყვარეობას გამოავლენს, და მეორე, რომ სურს ღვთისმოსაობაში მოძღვარი გაუხდეს, და თითქოს ასე ასწავლის: არაფერს ავიღებ შენგან და შენვე მოგ...

სრულად ნახვა