მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 14:24

23. თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი.24. გარდა იმისა, რაც შეჭამეს მსახურებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად; ანერმა, ეშქოლმა და მამრემ წაიღონ თავ-თავიანთი წილი.
დაბადება თავი 14
24. გარდა იმისა, რაც შეჭამეს მსახურებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად; ანერმა, ეშქოლმა და მამრემ წაიღონ თავ-თავიანთი წილი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. მელქისედეკი — „მეუფე სიმართლისა" (14:24):

...ვისი ძალით აღასრულა. შემდეგ, რათა მეფეს არ ეფიქრა, თითქოს აბრაამი მის ძღვენს ამპარტავნობითა და ზიზღით არ იღებს, პატრიარქმა, ამ შემთხვევაშიც თავის სიმშვიდესა და სულიერ სიბრძნისმოყვარეობას გამოავლენს და ამბობს: „ჭამეს ჭაბუკთა და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა: ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი" (). მათ, ამბობს, ნებას დართავ, რაღაც ნაწილი აიღონ, რადგან მათ თავიანთი მხრიდან დიდი მეგობრობის მოწმობა გამოიჩინეს. „ესენი იყვნეს ყურცემულ აბრაამისნი", ანუ მეგობრობის კავშირით იყვნენ მასთან დაკავშირებული, რაც იქიდან ჩანს, რომ მასთან ერთად საფრთხის გაზიარება გადაწყვიტეს. ამიტომ მათი დაჯილდოება რომ სურდა, ნებას რთავს, ნადავლიდან რაღაც ნაწილი აიღონ, და ამით კვლავ სამოციქულო კანონს ასრულებს, რომელიც ამბობს: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა" (). მაგრამ მათაც არ აძლევს ნებას, საჭიროზე მეტი აიღონ: „ჭამეს ჭაბუკთა, — ამბობს, — და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა: ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი". ხედავთ პატრიარქის სათნოების სრულყოფილებას, როგორ გამოავლინა სიმდიდრის უარყოფაში სიბრძნისმოყვარეობაც და თავმდაბლობაც, და ყველაფერი ისე გააკეთა, რომ არ ეფიქრათ, თითქოს ძღვენი...

სრულად ნახვა