რას ნიშნავს ეს შენიშვნა — „მეფე სალომისა" და „მღდელი ღმრთისა მაღლისა"? ის იყო, ნათქვამია, „მეფე სალომისა". მას აღგვიწერს ნეტარი პავლეც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში () და, მის სახელსა და ქალაქს ყურადღებას აქცევს, ეტიმოლოგიის საშუალებით განმარტავს მისი სახელის მნიშვნელობას და ამბობს, რომ მელქისედეკი ნიშნავს „მეუფე სიმართლისაჲ", რადგან ებრაულ ენაზე „მელქი" ნიშნავს „მეფობას", ხოლო „სედეკ" — „სიმართლეს". შემდეგ, ქალაქის სახელზე გადასულმა, მელქისედეკს „მეუფე მშჳდობისაჲ" უწოდა, რადგან „სალიმი" ნიშნავს „მშვიდობას". მღვდელი კი იგი იყო, ალბათ, თვითხელდასხმული — ასეთები იყვნენ მაშინ მღვდლები — ანდა მახლობლებმა მიანიჭეს ეს პატივი მისი ხანდაზმული ასაკის გამო, ანდა თავადვე ზრუნავდა მსხვერპლთა შეწირვაზე, როგორც ნოე, აბელი, აბრაამი, რომლებიც მსხვერპლებს სწირავდნენ. მეორე მხრივ, ის ქრისტეს ხატადაც უნდა ყოფილიყო, რომლადაც წარმოაჩენს მას პავლეც და ამბობს: „უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და...
..., რომელიც ამბობს: „უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად“ (). და აბრაამსაც: „უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა“ (). და მაშინაც, როცა მისი ცოლი საფრთხეში იყო, რომ შეერყვნათ, და შიმშილიც აწვა, აბრაამს არც ერთი უსიამოვნო სიტყვა არ წარმოუთქვამს. და როცა ყრმამ უთხრა: მამაო, „აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?“ () იხილე, როგორი სიმშვიდითა და სიბრძნისმოყვარე გონებით პასუხობს აბრაამი და ამბობს: „ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო“ (). არც ბუნებამ და არც თანალმობამ მიაბრუნა იგი ყრმის სიტყვებისკენ და არც იმ საქმეს მოსწყვიტა, რასაც მარტოდმარტო, ყრმის პირისპირ, აკეთებდა. ეს კი მაშინ, როცა ბუნებრივად მოსალოდნელი იყო, რომ სიყვარულის გრძნობა უფრო ძლიერად აგიზგიზებულიყო. რა...
...თა ღმრთისა მიმართ მაღლისა"** (). თითქოს ასე ეუბნებოდა მეფეს: ღმერთები, რომლებსაც შენ ეთაყვანები, ღმერთები არ არიან, არამედ ქვა და ხე; ერთია ყველას თავზე მდგომი ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა. „უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა" არაფერს ავიღებ შენგან (), რათა არ იფიქრო, თითქოს მხოლოდ ამისთვის შურისძიება ავირჩიე შენთვის, და, რათა ვერ ამბობდე, თითქოს შენ გამამდიდრე. ის, ვინც გამარჯვება მიანიჭა და წარმატებით მაჯილდოვა, თავადვე მომცემს გამდიდრების საშუალებასაც. შეხედე, რა სარგებელი შეიძლებოდა მეფეს მიეღო პატრიარქის სიტყვებიდან, ნება რომ ჰქონოდა: ასწავლიდა, ამიერიდან საკუთარი ძალის იმედი არ ჰქონოდა, არამედ შეეცნო ყოველივეს მიზეზი, ხელით ნაკეთი ღვთაებები ეზიზღა და ყველაფრის შემოქმედ ღმერთს, სიკეთეთა წყაროს, ემსახუროს. და საერთოდ, ყველაფერში შეეძლო მეფეს აბრაამის სათნოება დაენახა. ხოლო, რათა მეფეს არ ეფიქრა, თითქოს ძღვენს ამპარტავნობითა და ზიზღით არ იღებს, ეუბნება: მე არაფერს ავიღებ, რადგან არ ვსაჭიროებ და არ მსურს, რომ ჩემი სიმდიდრე სხვისი შეწირულობით გაიზარდოს, მაგრამ მათ, ვინც საფრთხეებში ჩემთან ერთად მონაწილეობდა, ნებას დავრთავ, რაღაც ნაწილი აიღონ, რომ თავიანთი შრომისთვის თუნდაც...