ხედავთ, როგორ ყველაფერი ზედმიწევნითობით გაუხსნა უფალმა მამამთავარს, რათა ყოველმხრივ განემტკიცებინა მისი რწმენა და ნათქვამიდან დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი, რაც მას და მის შთამომავლებს ეხებოდა, აუცილებლად ისე აღსრულდებოდა, როგორც მას იყო წინასწარმეტყველებული. შემდეგ, როცა აბრაამმა სრულად მიიღო წინასწარმეტყველება და მომხდარის საკმარისი სასწაული ჰქონდა, — „ვინათგან დასლვად მიიწია მზე, — ნათქვამია, — იქმნა ალი და აჰა საჴმილი და ლამპარნი ცეცხლისანი, რომელნი განვიდეს შორის ორ განკუეთილებათა მათ" (). ალი, საჴმილი და ცეცხლის ლამპარნი იმისთვის გამოჩნდა, რომ მართალს ეცნო ღვთის აღთქმის სიმტკიცე და ღვთის ძალის მოქმედება. შემდეგ, როცა ეს ყველაფერი დასრულდა, როცა ცეცხლმა შეწირული (ცხოველების) ნაწილები შეჭამა, „მას დღესა შინა, — ნათქვამია, — აღუთქუა უფალმან აბრაამს აღთქუმაჲ მეტყუელმან: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე მდინარითგან ეგჳპტისათ, ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად. კინეველნი და კინეზელნი და კედმაზელნი. და ქეტელნი და ფერეზელნი და რაფიმელნი. და ამორეველნი და ქანანელნი და გერგესეველნი და...
დაბადება 15:17
16. მხოლოდ მეოთხე თაობაში მობრუნდებიან აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.17. მზე რომ ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, აკვამლებული თონე, და ცეცხლის ალმა გაიარა ნახლეჩებს შორის.18. ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე -
დაბადება თავი 15