მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 15:16

15. შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამა-პაპას, ტკბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები.16. მხოლოდ მეოთხე თაობაში მობრუნდებიან აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.17. მზე რომ ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, აკვამლებული თონე, და ცეცხლის ალმა გაიარა ნახლეჩებს შორის.
დაბადება თავი 15
16. მხოლოდ მეოთხე თაობაში მობრუნდებიან აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.
საუბარი 37. „და თქუა უფალმან აბრაამის მიმართ" (დაბ 15:7–8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ოთხასი წელი და ღვთის სულგრძელობა (15:16):

ნუ გაოცდები, ამბობს, საკუთარ თავსა და სიბერეს რომ უყურებ, სარას უნაყოფობასა და მისი საშოს უსიცოცხლობას, და ნუ იფიქრებ, ბევრს ვამბობო, როცა ვეუბნები: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე". არამხოლოდ ამას გიწინასწარმეტყველებ, არამედ იმასაც, რომ შენი თესლი უცხო მიწაზე გადასახლდება. არ უთხრა ღმერთმა: ეგვიპტეში, და მიწა სახელით არ დაუსახელებია, არამედ თქვა: მიწაზე „არა თჳსსა"; იქ მონობასა და სიღარიბეს გადაიტანენ, შეავიწროვებენ მათ არა მცირე ხნით და არა მცირე წლებით, არამედ „ოთხას წელ". მაგრამ მე მათ გულისთვის შურს ვიძიებ: „ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე", და მოვახერხებ, რომ აქ დაბრუნდნენ „განმზადებულებითა მრავლითა". აბრაამისთვის რა უეჭველად მოხდებოდა, იმის წინასწარმეტყველებისას — როგორც მონობის, ისე ეგვიპტეში წასვლის, რისხვის, რომელიც ეგვიპტელებს უნდა განეცადათ მისი შთამომავლების გამო, და მათი (იქიდან) დიდებული დაბრუნების შესახებ, — ღმერთი აჩვენებს მას, რომ არამხოლოდ მის თავზე აღსრულდება ზებუნებრივი საქმეები (ღვთისა), და არამხოლოდ მასზე იქნება, რომ ღვთის ყველა წინასწარმეტყველება, ასეთი დიდი დაბრკოლებების შემდეგ,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. სულიერი საზრდელი და აღთქმის წყალობა:

...კი არ აჩვენებდა, არამედ დიდ სიმართლესაც. რადგან წარმართები უბრალოდ იმიტომ კი არ განდევნა, რომ იუდეველთა შეყვანა სურდა, არამედ სიმართლესთან ერთად. ამიტომ მოსეც სხვაგან ამბობდა: „არ-ღა სრულ ქმნილ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე“ (). ეს კი მხოლოდ იუდეველებზე და მათ თავს მომხდარ საქმეებზე სათქმელი არ არის; კვლავ საყოველთაოა სიტყვა. რადგან მის მიერ ქმნილი ყოველივე ჭეშმარიტება და განკითხვაა; განკითხვა, ესე იგი სიმართლე. წერილი კი ხშირად კაცთმოყვარეობასაც ჭეშმარიტებას უწოდებს. ამიტომ, რასაც ამბობს, ასეთია: მან ყოველივე სიმართლესა და კაცთმოყვარეობას შეუზავა. რადგან მხოლოდ სიმართლის საზომით რომ ესარგებლა, ყოველივე დაიღუპებოდა.

6. მცნებათა მარადიულობა და ახალი აღთქმა

ამიტომ ეს წინასწარმეტყველიც სხვაგან ამბობს: „და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (...

სრულად ნახვა