შენიშნე უფლის კაცთმოყვარეობა, რა სწრაფად და დაუყოვნებლივ აჯილდოებს თავის მოღვაწეს თავისი წყალობით, ამგვარად მის ძალებს ამაგრებს და განაახლებს. „იქმნა სიტყუაჲ უფლისა ჩუენებასა შინა ღამისასა". რატომ ღამით? იმისთვის, რომ მისი სიტყვები სიჩუმეში ყოფილიყო მიღებული. და ეუბნება: „ნუ გეშინინ, აბრაამ", — შენიშნე განსაკუთრებული მზრუნველობა. რატომ უთხრა: „ნუ გეშინინ"? ვინაიდან მან, მეფის ძღვენზე ნაკლებად ზრუნველმა, ესოდენ დიდ სიმდიდრეს ხელი აარიდა, ღმერთი ეუბნება: „ნუ გეშინინ", რომ ამგვარი ძღვენი უგულებელყავი, და ნუ იფიქრებ, თითქოს ამის გამო შენი მონაგარი შემცირდა. „ნუ გეშინინ". და, რათა კიდევ უფრო აღძრას მისი სული, მასთან საუბრისას სახელითაც მოიხსენიებს: „ნუ გეშინინ, აბრაამ". არცთუ მცირედ ამხნევებს ისიც, როცა მოწოდებულის სახელი წარმოითქმის. შემდეგ ამბობს: „მე შეგეწიო შენ". ეს გამოთქმაც მრავლისმეტყველია. მე, რომელმაც ქალდეის მიწიდან გამოგიწვიე; მე, რომელმაც აქ მოგიყვანე; მე, რომელმაც ეგვიპტეში საფრთხეებისგან გაგარიდე; მე, რომელმაც არაერთხელ აღგითქვი შენთვის და შენი თესლისთვის ამ მიწის მინიჭება; მე შეგეწევი. მე,...
დაბადება 15:3
2. უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარ, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელეაზარია.3. კვლავ უთხრა აბრამმა: შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის, და, აჰა, ჩემს სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ.4. კვლავ გამოეცხადა უფლის სიტყვა: არ იქნება იგი შენი მემკვიდრე; მხოლოდ შენი წიაღიდან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.
დაბადება თავი 15