...ათნოება. ამგვარი აზრები რომ ჰქონდა სულში, არასოდეს წუწუნებდა, არასოდეს დრტვინავდა; არა, ახლაც, ღვთის სიტყვებით გამხნევებული, სასოებით მივიდა უფალთან, გამოუცხადა თავისი აზრების შეშფოთება და სულის ჭრილობა აჩვენა, — რის გამოც სწრაფი განკურნებაც მიიღო: „და მეყსეულად, — ნათქვამია, — იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ" (). შენიშნე წერილის ზედმიწევნითობა: ნათქვამია „მეყსეულად", ანუ უფალმა მართალს მცირე ხნითაც კი არ მისცა სევდის ნება, არამედ სწრაფი ნუგეში შესთავაზა და საუბრით მისი მწუხარების სიმძიმე შეუმსუბუქა: „და მეყსეულად, — ნათქვამია, — იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ" (). ამის შეშინდი? ეს ამრავლებს შენს მწუხარებას? მაშ, იცოდე, რომ არა ის იქნება შენი მემკვიდრე, „არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ". ნუ უყურებ ადამიანურ ბუნებას, ნუ ფიქრობ არც საკუთარ სიბერეზე, არც სარას უნაყოფობაზე, არამედ ირწმუნე აღმთქმელის ძალა და შეწყვიტე სევდა, ნუგეში იღე და დარწმუნდი, რომ მემკვიდრე გეყოლება, რომელიც შენგან იშვება. შემდეგ, რადგან აღთქმა ბუნებაზე მაღლა იდგა და ადამიანურ გონებას აღემატებოდა (რადგან მრავა...
დაბადება 15:4
3. კვლავ უთხრა აბრამმა: შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის, და, აჰა, ჩემს სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ.4. კვლავ გამოეცხადა უფლის სიტყვა: არ იქნება იგი შენი მემკვიდრე; მხოლოდ შენი წიაღიდან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.5. გარეთ გაიყვანა და უთხრა: აჰხედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა.
დაბადება თავი 15