მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 16:10

9. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე.10. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.11. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას.
დაბადება თავი 16
10. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.
საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სიმდაბლისა და განსაცდელის ნაყოფი (16:10–15):

შემდეგ, რათა არ ეფიქრა, რომ უბრალოდ და უმიზეზოდ ეღირსა ასეთი მზრუნველობა, არამედ შეეცნო, რა მზრუნველობით სარგებლობდა მართლის თესლის გულისთვის, შეხედე, როგორ ანუგეშებს ანგელოზი, აღადგენს მის სულიერ ძალებს და საკმარის იმედს აძლევს სიხარულისას ამ დამატებული სიტყვებით. „და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან" (). წინასწარ გიცხადებ, ამბობს, იმასაც, რომ შენი თესლი დიდი იქნება, ისე, რომ აღრიცხვაც შეუძლებელი იქნება. მაშ, ნუ სწუხხარ, ნუ უძლურდები სულით, ნუ იშფოთებ აზრებში, არამედ სრული მორჩილება გამოიჩინე. „აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ". იმისთვის, ამბობს, შობასაც წინასწარ გიცხადებ და სახელსაც ვუნიშნავ ძეს, რომელიც შენგან იშვება, რომ უფრო მეტი დარწმუნება მიიღო და უკან დაბრუნდე და თავის შეცდომებს გაასწორო. „რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ" ().

ვისწავლოთ აქედან, რა ნაყოფი მოაქვს განსაცდელებს და რა სარგებელი — უბედურებებს. ასე, როცა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის