...აცხყოფა, დამაზარალა და, ვერ ვიტან რა მის სიძულვილს, გავიქეცი. არანაირი საყვედურს არ გამოხატავს სარას მიმართ, არამედ მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს გაქცევაში. ხედავ მის პატიოსნებას? შეხედე, რა უთხრა ანგელოზმა: „და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა" (). აგარის სიტყვებს: „პირისაგან დედოფლისა ჩემისა ვივლტი", ანგელოზი პასუხობს: დაბრუნდი, წადი უკან, ნუ იქნები უმადური იმისადმი, ვინც შენთვის ასეთი ქველმოქმედებანი გამოიჩინა. ხოლო, ვინაიდან ამაყობითა და ქედმაღლობით აღაგზნო დედოფლის რისხვა, ამიტომ ამბობს: „დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა", დაემორჩილე: ეს შენთვის სასარგებლო იქნება. გახსოვდეს მონობა, არ დაივიწყო დედოფლის ხელისუფლება; ნუ ჰგონებ მაღალს და ნუ მოილოდი საკუთარ თავზე საჭიროზე მეტს: „დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა" და სრული მორჩილება გამოიჩინე. ანგელოზის ასეთმა სიტყვებმა საკმაოდ დაარბილა მისი გული, დააშოშმინა მისი ქედმაღლობა, დააცხრო მისი რისხვა და დაამშვიდა მისი აზრები.
6. სიმდაბლისა და განსაცდელის ნაყოფი (16:10–15)
შემდეგ, რათა არ ეფიქრა, რომ უბრალოდ და უმიზეზოდ ეღირსა ასეთი მზრუნველობა, არამედ შეეცნო, რა მზრუნველობით სარგებლობდა მართლის თესლის გულისთვის, შეხედე,...