დღევანდელი საკითხავი კვლავ იმავე მამამთავრის შესახებ საუბრისკენ გვიხმობს. ნუ გიკვირთ, თუ მისი ისტორიის თხრობას ამდენი დღის განმავლობაში ვაგრძელებთ და დღესაც ვერ შევძლებთ დავასრულოთ. მართლის სათნოებათა დიდი სიმრავლე და მისი სრულყოფილებათა სიდიადე ყველა ადამიანურ ენას აღემატება, რადგან ვისაც თავად ღმერთმა ზეგარდმო გვირგვინი დაადგა და ადიდა, მას ვინ შეძლებს ადამიანთაგან ღირსეულად შეაქოს? მაგრამ, თუმცა ჩვენი სიტყვა მისი ღირსების ბევრად ქვემოთ რჩება, ჩვენი ძალების ფარგლებში მისი ცხოვრების მოვლენებს გადმოვცემთ და გვსურს, რომ მისი სათნოების მიბაძვისადმი მოშურნეობა აღგეძრათ თქვენშიც. მართლაც, ამ კაცის სიბრძნე საკმაოზე მეტია, რომ ყველა ადამიანი დაარიგოს და სათნოების გზაზე მოიზიდოს ყველა, ვინც ყურადღებიანი იქნება. მაშ, გთხოვთ, ყურადღებით მოისმინეთ ჩვენი საუბარი, რათა დღევანდელი საკითხავიდანაც შეიცნოთ მართლის სიბრძნისმოყვარეობა: აქედან შეუძლიათ ისწავლონ მამაკაცებსაც და ქალებსაც — როგორ იცხოვრონ სრული ერთსულოვნებითა და შეინარჩუნონ ქორწინების კავშირი მოუშლელად, — რათა არც ქმარი აღუდგეს ცოლს, არამედ გამოუჩინოს, როგორც უსუსურ ჭურჭელს, ყველანაირ...
დაბადება 16:2
1. სარაის, აბრამის ცოლს, არ უშობია მისთვის, მაგრამ ჰყავდა სარაის ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი.2. უთხრა სარაიმ აბრამს: აჰა, დამხშა უფალმა, რომ არა ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, ვინძლო შვილიერი შევიქნე მისგან. ყურად იღო აბრამმა სარაის ნათქვამი..3. ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების ათი წლის თავზე
დაბადება თავი 16