მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:1

1. ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი.2. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ.
დაბადება თავი 17
1. ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სარას სახელის შეცვლა და ძის აღთქმა (17:15-17):

...ყველამ თქვენგანმა სახლებში დაბრუნებულმა ჩვენი სიტყვებიდან რაიმე ნაყოფი მაინც მიიღოს. მაშ, გავაგრძელოთ გუშინდელის შემდეგ მომდევნო და ვნახოთ, წინადაცვეთის მცნების შემდეგ რას ეუბნება პატრიარქს კაცთმოყვარე ღმერთი. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი" (). როგორც შენ, ეუბნება ღმერთი აბრაამს, ასოს მიმატებით მივანიშნე, რომ მრავალი ერის მამა გახდები, ისევე სარას სახელსაც ვურთავ ასოს, რათა იცოდე, რომ ახლა ადრინდელი მრავალი აღთქმის აღსრულების დრო დგება. „ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ" (). სწორედ ამისთვის ვამატებ ასოს, რათა შეიცნო: ჩემ მიერ ნათქვამი ყველაფერი აუცილებლად აღსრულდება, და ნუ სასოწარკვეთილდები, ბუნების უძლურებას რომ ხედავ, არამედ ჩემი ძალის სიდიადეს რომ მოიხედავ, ჩემს სიტყვას მტკიცედ ენდე. „ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ". ადამიანურ ბუნებას აღემატებოდა ეს აღთქმა, და ისეთივე იყო, როგორიც ვინმე ქვებისგან ადამიანთა შექმნას აღგვითქვამდა. მართლაც, შვილთა გაჩენი...

სრულად ნახვა
საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის აღთქმა და აბრაამის სახელის შეცვლა (17:1-6):

...მერთი კიდევ ცამეტ წელს გამოცდის მართლის მოთმინებასა და მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის აღთქმას. მან კარგად იცოდა, რომ როგორც ოქრო, ხანგრძლივად სახმილში გამოწრთობილი, მართლის სათნოებაც გამოცდაში უფრო წმინდა და ბრწყინვალე გამოჩნდებოდა. როცა, ნათქვამია, აბრაამი ოთხმეოცდაცხრამეტი წლის შეიქნა, ღმერთი კვლავ გამოეცხადა მას (). რისთვის აყოვნებდა ამდენ ხანს? იმისთვის, რომ შეგვეტყო არა მხოლოდ მართლის მოთმინება და დიდი სათნოება, არამედ ღვთის უსაზღვრო ყოვლისშემძლეობაც. როცა ბუნება უკვე დაუძლურდა და შვილის გაჩენის უუნარო გახდა, რადგან სხეული უკვე დაჭკნა და სიბერისგან გამოშრა, — მხოლოდ მაშინ, მართლის მთელი სათნოების სრულად გახსნითა და თავისი ძალის გამოვლენით, ღმერთი ასრულებს თავის აღთქმებს. აუცილებელია, რომ თავად სიტყვებიც მოვისმინოთ, რომლებიც ღმერთმა აბრაამს უთხრა: როცა ოთხმეოცდაცხრამეტი წლის იყო, „გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას". როცა გესმის, რომ ღმერთი გამოეცხადა, ნუ წარმოიდგენ აქ რაიმე მიწიერს და ნუ იფიქრებ, რომ ხორციელი თვალებით შეიძლება საღვთო და უხორცო ბუნების ხილვა, არამედ ყველაფერზე ღვთისმოსავად იმსჯელე. „გამოუჩნდა უფალი აბრაამს", ესე იგი, გამოცხადების ღირსი გახადა და რადგან მისი განგების ღირსად მიიჩნია, განსაკუთრებულ შემწყნარებლობა...

სრულად ნახვა