მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:2

1. ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი.2. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ.3. პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი:
დაბადება თავი 17
2. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ.
საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის აღთქმა და აბრაამის სახელის შეცვლა (17:1-6):

ცხრა წლის შემდეგ მიიღო აბრაამმა ისმაელი მხევლისგან და ფიქრობდა, რომ მასზე აღსრულდებოდა აღთქმები. „იყო, — ამბობს წერილი პატრიარქზე, — ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს" (). ამის შემდეგ ღმერთი კიდევ ცამეტ წელს გამოცდის მართლის მოთმინებასა და მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის აღთქმას. მან კარგად იცოდა, რომ როგორც ოქრო, ხანგრძლივად სახმილში გამოწრთობილი, მართლის სათნოებაც გამოცდაში უფრო წმინდა და ბრწყინვალე გამოჩნდებოდა. როცა, ნათქვამია, აბრაამი ოთხმეოცდაცხრამეტი წლის შეიქნა, ღმერთი კვლავ გამოეცხადა მას (). რისთვის აყოვნებდა ამდენ ხანს? იმისთვის, რომ შეგვეტყო არა მხოლოდ მართლის მოთმინება და დიდი სათნოება, არამედ ღვთის უსაზღვრო ყოვლისშემძლეობაც. როცა ბუნება უკვე დაუძლურდა და შვილის გაჩენის უუნარო გახდა, რადგან სხეული უკვე დაჭკნა და სიბერისგან გამოშრა, — მხოლოდ მაშინ, მართლის მთელი სათნოების სრულად გახსნითა და თავისი ძალის გამოვლენით, ღმერთი ასრულებს თავის აღთქმებს. აუცილებელია, რომ თავად სიტყვებიც მოვისმინოთ, რომლებიც ღმერთმა...

სრულად ნახვა
საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის რწმენა და ისაკის აღთქმის აღსრულება (17:19-21):

...ოს ახალგაზრდად ქცევითა და თავისი სიტყვებით თითქოს მკვდრის გაცოცხლებით, გაუმრავლა ქველმოქმედება და უთხრა: რაც აღგითქვი, იმას აღვასრულებ; და იმავდროულად ისმაელის შესახებ შენი თხოვნაც შევისმინე. მოვისმინე შენი ლოცვა, „ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად" (). რადგან ის შენი თესლია, ამბობს ღმერთი, ისე „განვამრავლო იგი", რომ თორმეტი ერი წარმოიშვება მისგან. „ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა" (). ახლა კი შეხედე, საყვარელო, როგორ ერთ წამში მიიღებს მართალი ჯილდოს მთელი წინა დროისთვის; და აღსრულდება სიტყვა, ქრისტეს მიერ მოწაფეთა ნათქვამი: „და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ... სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს" (). მართლაც, წარმოიდგინე, როგორ ეს მართალი, უფლის ბრძანებას მზადყოფნით რომ დაემორჩილა, საკუთარი სამშობლო დატოვა, უცხოეთი სამშობლოზე მეტად შეიყვარა, როგორ გამოავლინა დიდი მოთმინება და თანდათანობით სათნოების არაჩვეულებრივ სიმაღლეს მიაღწია, და...

სრულად ნახვა