მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:10

9. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე.10. ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა, ჩემსა და თქვენს შორის და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე; წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა.11. დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის.
დაბადება თავი 17
10. ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა, ჩემსა და თქვენს შორის და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე; წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა.
საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. წინადაცვეთა — აღთქმის ნიშანი (17:10-14):

მაგრამ სურდა რა აბრაამის შთამომავლობა თავისთვის შეეთვისებინა და თავის ხალხად გაეხადა, ღმერთს არ სურდა, დროთა განმავლობაში, როცა ისინი გამრავლდებოდნენ, იმ ხალხებში აღრეულიყვნენ, რომელთა მიწის მემკვიდრენიც უნდა გამხდარიყვნენ; შემდეგ რადგან მისი წინასწარმეტყველების თანახმად მათ ეგვიპტეში მონობაც უნდა ეტვირთათ, იქაც რომ ეგვიპტელებში არ აღრეულიყვნენ, ღმერთი ნიშნის სახით მართალს წინადაცვეთას უბრძანებს და ამბობს: „ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე, წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა" (დაბ 17:10–11). შემდეგ ასწავლის რა მათ და ჩვენ ყველას, თუ რისთვის მისცა ასეთი მცნება — სწორედ იმისთვის, რომ ეს ღვთის რჩეული ხალხის ნიშანი ყოფილიყო, — ამბობს: „და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა" (). შემდეგ დროსაც განსაზღვრავს, თუ როდის უნდა შესრულებულიყო წინადაცვეთა: „და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის