მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:11

10. ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა, ჩემსა და თქვენს შორის და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე; წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა.11. დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის.12. რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე, სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც შენი თესლ-ტომის არ არის.
დაბადება თავი 17
11. დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. წინადაცვეთა — აღთქმის ნიშანი (17:10-14):

...ოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა"** (დაბ 17:10–11). შემდეგ ასწავლის რა მათ და ჩვენ ყველას, თუ რისთვის მისცა ასეთი მცნება — სწორედ იმისთვის, რომ ეს ღვთის რჩეული ხალხის ნიშანი ყოფილიყო, — ამბობს: „და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა" (). შემდეგ დროსაც განსაზღვრავს, თუ როდის უნდა შესრულებულიყო წინადაცვეთა: „და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან... მონამნ და ვერცხლით ფრდილმან" (), ესე იგი, ყველამ, ვინც თქვენთან ცხოვრობს, მიიღოს ეს ნიშანი. ხოლო ვინც დანიშნულ დღეს არ წინადაიცვითოს, „მოისპოს" იმისთვის, რომ ჩემი აღთქმა დაარღვია, მცნება გადასტეხა ().

შენიშნე უფლის სიბრძნე — როგორ წინასწარხედავს მომავალში მათი გულების გახრწნას და თითქოს აღვირს ადებს, ასეთ ნიშანს — წინადაცვეთას — აძლევს, რომ მათი დაუმორჩილებელი ვნებები შეეკავებინა და წარმართთა ხალხებთან აღრევა არ დაეშვა. იცოდა მათი ავხორცობა და ის, რომ ისინი პირუტყვულ მისწრაფებებს ვერ შეიკავებდნენ, რა შეგონებაც არ უნდა მიეცა; ამიტომ წინადაცვეთის ნიშნით მუდმივ შეხსენებას აძლევდა რა, ასე ვთქ...

სრულად ნახვა