მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:12

11. დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის.12. რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე, სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც შენი თესლ-ტომის არ არის.13. წინადაიცვითოს შენს სახლში დაბადებულმა და შენი ვერცხლით ნაყიდმა; იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცში სამარადისო აღთქმად.
დაბადება თავი 17
12. რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე, სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც შენი თესლ-ტომის არ არის.
საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. წინადაცვეთა — აღთქმის ნიშანი (17:10-14):

მაგრამ სურდა რა აბრაამის შთამომავლობა თავისთვის შეეთვისებინა და თავის ხალხად გაეხადა, ღმერთს არ სურდა, დროთა განმავლობაში, როცა ისინი გამრავლდებოდნენ, იმ ხალხებში აღრეულიყვნენ, რომელთა მიწის მემკვიდრენიც უნდა გამხდარიყვნენ; შემდეგ რადგან მისი წინასწარმეტყველების თანახმად მათ ეგვიპტეში მონობაც უნდა ეტვირთათ, იქაც რომ ეგვიპტელებში არ აღრეულიყვნენ, ღმერთი ნიშნის სახით მართალს წინადაცვეთას უბრძანებს და ამბობს: „ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე, წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა" (დაბ 17:10–11). შემდეგ ასწავლის რა მათ და ჩვენ ყველას, თუ რისთვის მისცა ასეთი მცნება — სწორედ იმისთვის, რომ ეს ღვთის რჩეული ხალხის ნიშანი ყოფილიყო, — ამბობს: „და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა" (). შემდეგ დროსაც განსაზღვრავს, თუ როდის უნდა შესრულებულიყო წინადაცვეთა: „და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის