...მან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან... მონამნ და ვერცხლით ფრდილმან"** (), ესე იგი, ყველამ, ვინც თქვენთან ცხოვრობს, მიიღოს ეს ნიშანი. ხოლო ვინც დანიშნულ დღეს არ წინადაიცვითოს, „მოისპოს" იმისთვის, რომ ჩემი აღთქმა დაარღვია, მცნება გადასტეხა ().
შენიშნე უფლის სიბრძნე — როგორ წინასწარხედავს მომავალში მათი გულების გახრწნას და თითქოს აღვირს ადებს, ასეთ ნიშანს — წინადაცვეთას — აძლევს, რომ მათი დაუმორჩილებელი ვნებები შეეკავებინა და წარმართთა ხალხებთან აღრევა არ დაეშვა. იცოდა მათი ავხორცობა და ის, რომ ისინი პირუტყვულ მისწრაფებებს ვერ შეიკავებდნენ, რა შეგონებაც არ უნდა მიეცა; ამიტომ წინადაცვეთის ნიშნით მუდმივ შეხსენებას აძლევდა რა, ასე ვთქვათ, ბორკილებს ადებდა, ზომასა და საზღვარს უწესებდა, რომლის გადაცილებაც არ უნდოდათ, თავიანთი მოდგმის წრეში ყოველთვის დარჩენილიყვნენ, სხვა ხალხებთან აღრევა არ დაეშვათ და ამგვარად თავიანთი პატრიარქის წმინდა თესლი შეენარჩუნებინათ, რომ ღვთის აღთქმებიც მათზე აღსრულებულიყო. და როგორც პატიოსანი და თავდაჭერილი ადამიანი, რომელსაც თავდაუჭერელი მხევალი ჰყავს, მას ასე აღვირს ადებს: შემზღუდველ წესს აწესებს — არასდროს გავიდეს თავისი ეზოს კარიბჭის მიღმა...