მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:18

17. პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?18. უთხრა აბრაამმა ღმერთს: ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე.19. უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს. აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისთვის.
დაბადება თავი 17
18. უთხრა აბრაამმა ღმერთს: ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე.
საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. სარას სახელის შეცვლა და ძის აღთქმა (17:15-17)

დღეს გთავაზობთ გუშინდელი ტაბლის ნარჩენებს და დავასრულებთ სიტყვას, სახელდობრ, კურთხევისა და აღთქმისა შესახებ, რომელიც ყოვლისა ღმერთმა პატრიარქს უბოძა. მაგრამ ტაბლის ნარჩენებს რომ გესმით, ნურაფერ ხორციელს იფიქრებთ: სულიერი ტაბლის ნარჩენები საჭმლის ნარჩენებს არ ჰგავს. ხორციელი ნარჩენები, სიახლეს რომ კარგავს, მჭამელთათვის ყოველგვარ სიამოვნებას კარგავს, ხოლო თუ კიდევ ერთი ან ორი დღით დატოვებ, სრულიად უვარგისი ხდება. სულიერი ნარჩენები კი, თუნდაც არა ერთი ან ორი დღით, არამედ ყველაზე ხანგრძლივი დროით შენახული, ყოველთვის ერთნაირ სარგებელს მოაქვს და სიამოვნებას არ კარგავს, რადგან ღვთიური და სულიერია და დროისგან არანაირ ზიანს არ განიცდის, პირიქით, ყოველდღიურად ახალ სიტკბოებას ანიჭებს და მათ მსურველთათვის დიდ და სრულ სიხარულს იძლევა. თუ ამგვარია ამ ნარჩენების თვისება, თქვენც, რასაკვირველია, მოისურვებთ მათ გემოს გასინჯვას, ჩვენც, მათი სარგებლიანობის დარწმუნებულნი, საყვარელნო, შემოგთავაზებთ. მაგრამ, რათა დღევანდელი საუბარი უფრო ნათელი იყოს, უნდა გავიხსენოთ გუშინდელი ნათქვამი სიტყვის დასასრული და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის