მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:19

18. უთხრა აბრაამმა ღმერთს: ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე.19. უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს. აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისთვის.20. ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამთავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.
დაბადება თავი 17
19. უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს. აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისთვის.
საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის რწმენა და ისაკის აღთქმის აღსრულება (17:19-21):

აღთქმის მთელ სიდიადეს წვდებოდა და აღმთქმელის ყოვლისშემძლეობას გულისხმაყოფდა; აბრაამმა „დავარდა პირსა ზედა თჳსსა და განიცინნა", ანუ გაიხარა; მაგრამ გონების მოსაზრებით ფიქრობდა იმასაც, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ცვლილება ადამიანური ბუნების წესით, ანუ ას წლის ადამიანს ძე შეეძინა და ბერწ ქალს, რომელსაც ოთხმოცდაათ წლამდეც კი ვერ შვა, მოულოდნელად შობის უნარი აღედგინა. მაგრამ, თავის გონებაში ამას ფიქრობდა რა, სიტყვით ამგვარი არაფერი გაუბედავს ეთქვა, მხოლოდ თავის მადლიერებას გამოხატავდა და ისმაელისთვის ლოცულობდა, თითქოს ეუბნებოდა: უფალო, შენ საკმარისად ნუგეში მეცი და უშვილობის მწუხარება ისმაელის ბოძებით სიხარულად გადამიქციე. მის შემდეგ, რაც ის დაიბადა, აზრადაც არ მომსვლია და არასოდეს მიფიქრია, რომ სარასგან კიდევ ერთი შვილი მეყოლებოდა; თავადაც ამას არ ელოდა, რის გამოც აგარი გადამცა, საკუთარ თავზე ყოველგვარ იმედს გადაწურული. ორივემ საკმარისი ნუგეში მივიღეთ ისმაელის დაბადებისას. შენი ნაბოძები ძე ცოცხლად იყოს შენს წინაშე; ჩვენც საკმარისი სიხარული გვექნება და მისი სიცოცხლე ჩვენს სიბერეს ანუგეშებს. რა უპასუხა კაცთმოყვარე უფალმა? რადგან ასეთი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის