მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:23

22. შეწყვიტა ლაპარაკი და განეშორა ღმერთი აბრაამს.23. ადგა აბრაამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაელს, თავის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც კი ვერცხლით ჰყავდა ნაყიდი, ყველა მამაკაცს, აბრაამის სახლში მყოფს, სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთი ელაპარაკა მას.24. ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრაამი, როცა დაიცვითა ჩუჩა.
დაბადება თავი 17
23. ადგა აბრაამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაელს, თავის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც კი ვერცხლით ჰყავდა ნაყიდი, ყველა მამაკაცს, აბრაამის სახლში მყოფს, სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთი ელაპარაკა მას.
საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. სარას სახელის შეცვლა და ძის აღთქმა (17:15-17)

დღეს გთავაზობთ გუშინდელი ტაბლის ნარჩენებს და დავასრულებთ სიტყვას, სახელდობრ, კურთხევისა და აღთქმისა შესახებ, რომელიც ყოვლისა ღმერთმა პატრიარქს უბოძა. მაგრამ ტაბლის ნარჩენებს რომ გესმით, ნურაფერ ხორციელს იფიქრებთ: სულიერი ტაბლის ნარჩენები საჭმლის ნარჩენებს არ ჰგავს. ხორციელი ნარჩენები, სიახლეს რომ კარგავს, მჭამელთათვის ყოველგვარ სიამოვნებას კარგავს, ხოლო თუ კიდევ ერთი ან ორი დღით დატოვებ, სრულიად უვარგისი ხდება. სულიერი ნარჩენები კი, თუნდაც არა ერთი ან ორი დღით, არამედ ყველაზე ხანგრძლივი დროით შენახული, ყოველთვის ერთნაირ სარგებელს მოაქვს და სიამოვნებას არ კარგავს, რადგან ღვთიური და სულიერია და დროისგან არანაირ ზიანს არ განიცდის, პირიქით, ყოველდღიურად ახალ სიტკბოებას ანიჭებს და მათ მსურველთათვის დიდ და სრულ სიხარულს იძლევა. თუ ამგვარია ამ ნარჩენების თვისება, თქვენც, რასაკვირველია, მოისურვებთ მათ გემოს გასინჯვას, ჩვენც, მათი სარგებლიანობის დარწმუნებულნი, საყვარელნო, შემოგთავაზებთ. მაგრამ, რათა დღევანდელი საუბარი უფრო ნათელი იყოს, უნდა გავიხსენოთ გუშინდელი ნათქვამი სიტყვის დასასრული და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის