მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:8

7. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.8. მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები.9. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე.
დაბადება თავი 17
8. მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. „აბრამ" და „აბრაჰამ" სახელთა მნიშვნელობა (17:7-9):

...ვამს რა, რომ დიდ განგებას გამოავლენს მისი შთამომავლობის მიმართაც. რაშია აღთქმის ძალა? „ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა", — ამბობს. ეს იქნება ყველა სიკეთეთა შორის უდიდესი შენთვისაც და შენი შთამომავლობისთვისაც. „მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ" (). შენი სათნოებისთვის შენი შთამომავლებიც ისარგებლებენ ჩემი განგებით, და მივცემ მათ ქანაანის მიწას „სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ". რას ნიშნავს: „ვიყო მათდა ღმერთ"? ეს ნიშნავს, რომ მათ მიმართ დიდ მზრუნველობასა და განგებას გამოვავლენ, ყველაფერში ჩემს შეწევნას ვუჩვენებ; ოღონდ „შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიცვა, შენ და თესლმან შენმან ნათესავთა შინა მათთა" (). სხვას არაფერს მოვითხოვ თქვენგან, მორჩილებისა და მადლიერების გარდა; ხოლო მე ყველაფერს, რაც აღვუთქვი, აღვასრულებ.

4. წინადაცვეთა — აღთქმის ნიშანი (17:10-14)

მაგრამ სურდა რა აბრაამის შთამომავლობა თავისთვის შეეთვისებინა და თავის ხალხად გაეხადა, ღმერთს არ სურდა, დროთა განმავლობაში, როცა ისინი გამრავლდებოდნენ, იმ ხალხებში აღრეულიყვნენ, რომელთა მიწის მემკვიდრენიც უნდა გამხდარიყვნენ; შემდეგ რადგან მისი წინასწარმეტყველები...

სრულად ნახვა