მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:7

6. დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.7. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.8. მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები.
დაბადება თავი 17
7. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. „აბრამ" და „აბრაჰამ" სახელთა მნიშვნელობა (17:7-9):

...შთამომავლობის უჩვეულო სიმრავლე ეჩვენებინა. შემდეგ, ასოს დამატებით, თავად პატრიარქის სახელზე, როგორც სვეტზე, თავისი აღთქმის წაუშლელი ნიშანი ამოტვიფრა და ასე ეუბნება: „და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად" (). არა მხოლოდ შენზე, ამბობს, გამოვავლენ დიდ მზრუნველობას, არამედ შენი შთამომავლობის შესახებაც შენი სიკვდილის შემდეგ. შეხედე, როგორ ამხნევებს ღმერთი მართლის სულს, აღუთქვამს რა, რომ დიდ განგებას გამოავლენს მისი შთამომავლობის მიმართაც. რაშია აღთქმის ძალა? „ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა", — ამბობს. ეს იქნება ყველა სიკეთეთა შორის უდიდესი შენთვისაც და შენი შთამომავლობისთვისაც. „მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ" (). შენი სათნოებისთვის შენი შთამომავლებიც ისარგებლებენ ჩემი განგებით, და მივცემ მათ ქანაანის მიწას „სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ". რას ნიშნავს: „ვიყო მათდა ღმერთ"? ეს ნიშნავს, რომ მათ მიმართ დიდ მზრუნველობასა და განგებას გამოვავლენ, ყველაფერში ჩემს შეწევნას ვუჩვენებ; ოღონდ **„შენ აღთქუმაჲ ჩე...

სრულად ნახვა