მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:16

15. გადათქვა სარამ: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. უთხრა: არა, გაიცინე.16. ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაემართსენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად.17. თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?
დაბადება თავი 18
16. ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაემართსენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის მიბაძვა და ღვთის განზრახვის გამოცხადება (18:16-19):

...თა თუ რაოდენობით, არამედ გულმოდგინებით, უფალმა სიხარულით მიიღო მართლის გულღიაობა და მაშინვე მიუზღო სტუმართმოყვარეობისთვის. ამასობაში მამამთავარმა შეიცნო, ვინ იყო მოსული და რა ძალა ჰქონდა, და, როცა სტუმრებმა იქიდან სოდომის დასანგრევად წასვლა განიზრახეს, მათ უკან გაჰყვა, „წარმგზავნელი მათი", როგორც ნათქვამია (). ახლა შეხედე, რა კაცთმოყვარეა უფალი, რა შეწყნარებას ავლენს მართლის მიმართ, პატივს მიაგებს რა მას და, ამასთანავე, სურს, გამოავლინოს მის სულში დაფარული სათნოება. „აღდგეს, — ნათქვამია, — კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (). ეს ანგელოზებზეა ნათქვამი, რადგან აქ, აბრაამის კარავთან, ერთად გამოცხადდნენ ანგელოზებიც და მათი უფალიც. შემდეგ კი ანგელოზები, როგორც მსახურნი, იმ ქალაქების დასაღუპად იქნენ წარვლინილილი, ხოლო უფალი დარჩა, რომ მართალთან ესაუბრა, როგორც მეგობარი მეგობართან საუბრობს, იმის შესახებ, რისი ქმნაც განიზრახა. ამრიგად, როცა ანგელოზები წავიდნენ, „რეჩე, — ნათქვამია წერილში, — უფალმან: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე" (). რა დიდია ღვთის შეწყნარება, და რა ზომას აღ...

სრულად ნახვა