მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:17

16. ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაემართსენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად.17. თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?18. აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა, ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით;
დაბადება თავი 18
17. თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის მიბაძვა და ღვთის განზრახვის გამოცხადება (18:16-19):

...ახურნი, იმ ქალაქების დასაღუპად იქნენ წარვლინილილი, ხოლო უფალი დარჩა, რომ მართალთან ესაუბრა, როგორც მეგობარი მეგობართან საუბრობს, იმის შესახებ, რისი ქმნაც განიზრახა. ამრიგად, როცა ანგელოზები წავიდნენ, „რეჩე, — ნათქვამია წერილში, — უფალმან: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე" (). რა დიდია ღვთის შეწყნარება, და რა ზომას აღემატება მართლისთვის აღმოჩენილი ეს პატივი! შეხედე, როგორ ესაუბრება მართალს ზუსტად ისე, როგორც ადამიანი საკუთარი თანასწორი ადამიანის, და ამით გვიჩვენებს, რა პატივს ანიჭებს ღმერთი სათნო ადამიანებს. ხოლო, რომ არ იფიქრო, თითქოს ასეთი დიდი პატივი მართლისადმი მხოლოდ ღვთის სახიერების საქმეა, შეხედე, როგორ გვასწავლის საღვთო წერილი, რომ მართალმა თავადაც დაიმსახურა ასეთი პატივი, ღვთის ბრძანებებს სრული მორჩილებით რომ ასრულებდა. კერძოდ, უფალმა ბრძანა რა: „არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე", მაშინვე კი არ ამბობს, რისი ქმნაც აპირებდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაემატებინა და ეთქვა, რომ სოდომის ცეცხლით მოსპობას აპირებდა. თუმცა, ყურადღება უნდა მიაქციო აი, რასაც — რადგან საღვთო წერილში ჩადებული არც ერთი სიტყვა და ხაზი არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ: რამდენი პატივია...

სრულად ნახვა